თბილისის თეატრი Tilde პოლონეთიდან გამარჯვებული ჩამოვიდა

© Театр TildeTilde
Tilde - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალზე Wshod-Zahod კრაკოვში თეატრის რეჟისორმა ოქსანა ჩადაევამ ჯილდო მიიღო.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. თბილისის ექსპერიმენტული თეატრი Tilde, პოლონეთის ქალაქ კრაკოვში 2017 წლის 3-9 აპრილს გამართული სამოყვარულო და პროფესიული თეატრების IV საერთშორისო ფესტივალ Wshod-Zahod-ის პრიზიორი გახდა.

ფესტივალი "Wshod-Zahod" ("აღმოსავლეთი-დასავლეთი") დაარსებულია კრაკოვში დოქტორ ჰენრი ჯორდანის ახალგაზრდობის ცენტრის მასობრივი სანახაობებისა და შოუ-პროგრამების ფონდის მიერ. აღმოსავლური პარტნიორობის ტრანსკონტინენტალურ ფორუმზე ლიუბლინში 2017 წელს ფესტივალმა როგორც კულტურულმა პროექტმა მთავარი პრიზი მოიპოვა.

საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე წელს წარსდგნენ საქართველოს, უკრაინის, პოლონეთის და გერმანიის თეატრები. საფესტივალო სპექტაკლები გაიმართა კრაკოვისა და ნოვი სონჩის (Nowy Sącz) თეატრალურ ფიცარნაგებზე.

ქართული შემოქმედებითი დასი ამ ფესტივალზე პირველად არ მონაწილეობს. III საერთშორისო ფესტივალზე Wshod-Zahod-ზე თეატრალურმა დასმა Tilde ლაურეატის დიპლომი და ნომინაციაში "თეატრალური ტრადიციების მოხერხებული გამოყენებისთვის" დიპლომი მიიღო.

ექსპერიმენტული თეატრი Tilde - Sputnik საქართველო
ექსპერიმენტული თეატრი Tilde საქართველოს პოლონეთის ფესტივალზე წარმოადგენს

წელს თეატრმა Tilde კრაკოვის რკინის თეატრის სცენაზე ფრანგი დრამატურგის ერიკ-ემანუელ შმიტის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი "ლიბერტინი" წარმოადგინა. კომედია-ფარსი "ლიბერტინი" — დიდი ფილოსოფოსის დენი დიდროს ცხოვრებიდან ანეკდოტური ისტორიაა და ქალებთან მის ურთიერთობებზე მოგვითხრობს.

რეჟისორის თქმით, ქართული დასის გამოსვლას კრაკოვში დიდი ოვაციები მოჰყვა. შესაბამისად, ჟიურიმ თეატრს საუკეთესი რეჟისურისთვის ჯილდო გადასცა.

„საუკეთესო რეჟისურისთვის მიღებული ჯილდო — დასის ყველა მონაწილის თავგანწირული შრომის შედეგია. ეს სამომავლოდ დიდი მოტივაციაა. მადლობას ვუხდი ჟიურის ჩვენი ნამუშევრის მაღალი შეფასებისთვის. ჩვენ დიდროს დროინდელი თავისუფლების  ეპოქის აღდგენა შევძელით, რომელიც ცხოვრების, მორალის და სიყვარულის შესახებ დღევანდელი პერიოდის აქტუალურ კითხვებს და პასუხებს შეიცავს. ფესტივალის მაღალმა ჯილდომ დაამტკიცა, რომ ჩვენ ეს შევძელით. მადლობას ვუხდი ყველა მსახიობს და ფესტივალის ვოლონტიორს, რომლებმაც ჩვენს კომფორტზე იზრუნეს“, — აღნიშნა ჩადაევამ.

როგორც რეჟისორმა აღნიშნა, დასი თბილისში შთაგონებებით აღსავსე დაბრუნდა.

Tilde-ი სპექტაკლებს სხვადასხვა ენებზე ითამაშებს - Sputnik საქართველო
Tilde-ი სპექტაკლებს სხვადასხვა ენაზე ითამაშებს

„ფინასური ხარჯების მიუხედავად, გრძელი გზის გადალახვის შემდეგ თეატრმა დაამტკიცა, რომ ოცნებები სრულდება. ახლა ჩვენ ახალი იდეები და მათი ცხოვრებაში განხორციელება გველის“, — განაცხადა რეჟისორმა.

Tilde — ოთხი წლის წინ შექმნილი არაკომერციული კულტურული პროექტია, რომელიც საშემსრულებლო და ვიზუალური ხელოვნების სფეროში მოღვაწეობს. ამ თეატრის მსახიობები — არაპროფესიონალი მსახიობები და სხვადასხვა კონფესიის, ეროვნებისა და მოქალაქეობის წარმომადგენლები არიან.

ყველა ახალი ამბავი
0