ექსპერიმენტული თეატრი Tilde საქართველოს პოლონეთის ფესტივალზე წარმოადგენს

© Sputnik / Levan Avlabreliექსპერიმენტული თეატრი Tilde
ექსპერიმენტული თეატრი Tilde - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალზე "აღმოსავლეთი-დასავლეთი" ქართული თეატრი სპექტაკლ "ლიბერტინს" წარადგენს.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. თბილისის ექსპერიმენტული თეატრი Tilde საქართველოს წარმოადგენს სამოყვარულო და პროფესიული თეატრების IV საერთშორისო ფესტივალზე Wshod-Zahod-ზე, რომელიც პოლონეთის ქალაქ კრაკოვში 2017 წლის 3-9 აპრილს გაიმართება.

ფესტივალი "Wshod-Zahod" ("აღმოსავლეთი-დასავლეთი") დაარსებულია კრაკოვში დოქტორ ჰენრი ჯორდანის ახალგაზრდობის ცენტრის მასობრივი სანახაობებისა და შოუ-პროგრამების ფონდმის მიერ. აღმოსავლური პარტნიორობის ტრანსკონტინენტალურ ფორუმზე ლიუბლინში 2017 წელს ფესტივალმა როგორც კულტურულმა პროექტმა მთავარი პრიზი მოიპოვა.

საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე წელს წარსდგებიან საქართველოს, უკრაინის, პოლონეთის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების თეატრები. საფესტივალო სპექტაკლები გაიმართება კრაკოვისა და ნოვი სონჩის (Nowy Sącz) თეატრალურ ფიცარნაგებზე.

© Sputnik / Levan Avlabreliთეატრის Tilde რეჟისორი ოქსანა ჩადაევა
თეატრის Tilde რეჟისორი ოქსანა ჩადაევა - Sputnik საქართველო
თეატრის Tilde რეჟისორი ოქსანა ჩადაევა

ქართული შემოქმედებითი დასი ამ ფესტივალზე პირველად არ მონაწილეობს. III საერთშორისო ფესტივალზე Wshod-Zahod-ზე თეატრალურმა დასმა Tilde ლაურეატის დიპლომი და ნომინაციაში "თეატრალური ტრადიციების მოხერხებული გამოყენებისთვის" დიპლომი მიიღო.

Tilde-ის რეჟსორის ოქსანა ჩადაევას თქმით, პოლონეთში მათ დიდი ყურადღებით და ინტერესით შეხვდნენ.

გასულ წელს ძალიან თბილად შეგვხვდნენ. ჩვენც საკამოდ აქტიურად წარვსდექით, სამი სპექტაკლი წავიღეთ. ჩვენი დარბაზები სავსე იყო. რადგან ამ ფესტივალზე ძალიან კარგი შეფასება მივიღეთ, წელს უკვე პროფესიული თეატრის სტატუსით მიგვიწვიეს", — აღნიშნა ჩადაევამ.

© Sputnik / Alexander Imedashviliთეატრის Tilde მსახიობი იანინა ძენცეოლოვსკაია
თეატრის Tilde მსახიობი იანინა ძენცეოლოვსკაია - Sputnik საქართველო
თეატრის Tilde მსახიობი იანინა ძენცეოლოვსკაია

თეატრ Tilde-ის წამყვანი მსახიობის იანინა ძენცეოლოვსკაიას თქმით, ასეთი მასშტაბის ფესტივალში Tilde-ის დასის მონაწილეობა — ეს ექსპერიმენტული თეატრისთვის პრესტიჟი და შთაგონების წყაროცაა.

"ეს სტანდარტული გაგების კლასიკური თეატრი როდია, ეს არის მომავლისკენ მიმართული პროექტი. სტანდარტული თეატრალური ტენდენციები ნოვატორულ იდეებს აქ ძალიან ლამაზად ერწყმის. ჩვენ მომავალში ვიყურებით, თავს მაძიებლებად მივიჩნევთ, ადამიანებად, რომლებსაც საყვარელი საქმის კეთება და იმ შემოქმედებით გარემოში, რომელშიც ახლა ვარსებობთ, რაღაც ახლის შეტანა სურთ. და ამ თვალსაზრისით ჩვენთვის ეს ფესტივალი — შთაგონების უზარმაზარი წყაროა", — განაცხადა იანინამ.

თეატრ Tilde-ის მსახიობის მიხაილ როდიონოვის თქმით, პოლონეთს ფესტივალზე გამგზავრება — არამარტო საქართველოს თანამედროვე თეატრალური ხელოვნების სახელით წარდგომის უნიკალური შანსია, არამედ პროფესიონალიზმისა და სამსახიობო ოსტატობის დახვეწის შესაძლებლობაცაა.

"კიდევ ერთხელ გვინდა წარვსდგეთ ევროპულ სცენაზე, შევხვდეთ სხვადასხვა თეატრების მსახიობებსა და რეჟისორებს, გავეცნოთ სიახლეებს. რადგან თეატრში, როგორც სხვა ნებისმიერ სფეროში, არის ახალი ტენდენციები, მიმართულებები. ამიტომ არამარტო ჩვენი თავის წარსადგენად, არამედ სასწავლებლადაც მივემგზავრებით", — განაცხადა როდიონოვმა.

თბილისის ექსპერიმენტული თეატრის Tilde-თვის პოლონეთის ფესტივალზე წარდგომა — დიდი ნაბიჯია, მიიჩნევს დასის მსახიობი ნადია პოპოვიანი.

"ფესტივალზე გამგზავრება — ეს დიდი ნაბიჯი, შეიძლება ითქვას, ნახტომიც კი არის. ჩემთვის პირველ რიგში, რადგან მე მოყვარული ვარ. ასეთ ფესტივალზე მოხვედრა, ჩემნაირ მსახიობებთან და პროფესიონალებთან ურთიერთობა, ამ გარემოში ყოფნა, სხვა მსახიობების შესრულების ყურება და საერთოდ, ასეთ ატმოსფეროში ყოფნა — რა თქმა უნდა, ძალიან მაგარია. მე ძალიან ბედნიერი ვარ", — განაცხადა ნადიამ.

© Sputnik / Levan Avlabreliთეატრის Tilde მსახიობი ნადია პოპოვიანი
თეატრის Tilde მსახიობი ნადია პოპოვიანი - Sputnik საქართველო
თეატრის Tilde მსახიობი ნადია პოპოვიანი

კრაკოვში Tilde-ს მიაქვს ფრანგი დრამატურგის ერიკ-ემანუელ შმიტის პიესის მიხედვით დადგმულისპექტაკლი "ლიბერტინი". კომედია-ფარსი "ლიბერტინი" — დიდი ფილოსოფოსის დენი დიდროს ცხოვრებიდან ანეკდოტური ისტორიაა და ქალებთან მის ურთიერთობებზე მოგვითხრობს. ის არის ისტორია მის სიგიჟეზე, აზრის შეცვლის თავისუფალ ნებაზე და ყოველ ჯერზე ყველაფრის ნულიდან დაწყებაზე.

"ლიბერტინის" ქართული პრემიერა 2016 წლის 29 ივლის თბილისში გაიმართა.

დასის რეჟისორის თქმით, რომელიც თბილისში ხელოვნების სფეროში სრულ ენთუზიაზმზე მუშაობს, დამოუკიდებელი თეატრისათის ყველაზე მძაფრ თემად მათი გასტროლების საკითხი რჩება. ამჯერად გამგზავრების ფინანსურ უზრუნველყოფას (ცხოვრება და უფასო ექსკურსიები) თავის თავზე პოლონეთის ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი იღებს. ავიაბილეთების საფასურს კი თავად თეატრი იხდის.

"საქართველოს კულტურის სამინისტროში დაფინანსების თაობაზე განაცხადები არაერთხელ შგვიტანია, მაგრამ უცნობი მიზეზების გამო დადებითი პასუხი ვერ მივიღეთ. ამიტომაც თეატრალური კოლექტივი Tilde კერძო ორგანიზაციების, სპონსორებისა და მეცენატების წინადადებებისათვის ღიაა", — განაცხადა ჩადაევამ.

© Sputnik / Levan Avlabreliთეატრის Tilde მსახიობი მიხაილ როდიონოვი
თეატრის Tilde მსახიობი მიხაილ როდიონოვი - Sputnik საქართველო
თეატრის Tilde მსახიობი მიხაილ როდიონოვი

ექსპერიმენტული თეატრი Tilde თითქმის ოთხი წლის წინ დაარსდა.

ამჟამად Tilde — არაკომერციული კულტურული პროექტია, რომელიც საშემსრულებლო და ვიზუალური ხელოვნების სფეროში მუღვაწეობს. ამ თეატრის მსახიობები — არაპროფესიონალი მსახიობები და სხვადასხვა კონფესიის, ეროვნებისა და მოქალაქეობის წარმომადგენლები არიან.

Tilde-ის რეპერტუარი მწვავე სოციალურ თემებისა და ქალების შინაგანი სამყაროს პრობლემატიკაზეა ორიენტირებული. შემოქმედებითი დასის Tilde-ის ანგარიშზეა — ევროპელი დრამატურგების შვიდი პრემიერა და სპექტაკლების ორმოცზე მეტი ჩვენება.

ყველა ახალი ამბავი
0