ჯანიაშვილი: გლეხებს სახელმწიფოს კუთვნილი მიწები იაფად ან უსასყიდლოდ უნდა გადაეცეთ

© BF / Merab Janiashviliმერაბ ჯანიაშვილი
მერაბ ჯანიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანალიტიკოსის თქმით, დღეს თუ გლეხი ნახევარ ან ერთ ჰექტარ მიწას ფლობს, მასზე სესხსაც ვერ იღებს, იმიტომ რომ მიწას დაბალი ღირებულება აქვს და ბანკი გირაოში არ იტოვებს.

ნატა პატარაია

საზოგადოებრი მაუწყებლის ეკონომიკური ანალიტიკოსის, მერაბ ჯანიაშვილის აზრით, გლეხი ფერმერად რომ ჩამოყალიბდეს, სულ მცირე, რამდენიმე ჰექტარ მიწას უნდა ფლობდეს.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
ვის ექნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფლობის უფლება

მისი თქმით, თუ გვინდა, რომ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა განვავითაროთ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები კერძო უნდა გახდეს, მით უმეტეს, რომ ახლა სახელმწიფო რა მიწებსაც ფლობს, ის ისტორიულად ისედაც არ არის სახელმწიფო ქონება. ეს მიწები მე-20 საუკუნის დასაწყისში კომუნისტებმა კერძო მესაკუთრეებს უკანონოდ ჩამოართვეს.

„ხელისუფლებამ გლეხებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები ძალიან იაფად ან საერთოდ უსასყიდლოდ თუ არ დაურიგა, საქართველოში სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება“, — აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა.

ანალიტიკოსის თქმით, დღეს თუ გლეხი ნახევარ ან ერთ ჰექტარ მიწას ფლობს,  მასზე სესხსაც ვერ იღებს, იმიტომ რომ მიწას დაბალი ღირებულება აქვს და ბანკი გირაოში არ იტოვებს. ხოლო თუ გლეხს  5-10 ჰქტარი მიწა ექნება საკუთრებაში, არც სესხის აღება გაუჭირდება და არც იმ ბიზნესმენის მოძიება, ვინც მასში ფულს ჩადებს.

ჩაის პლანტაცია - Sputnik საქართველო
უცხოელები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს საქართველოში ვეღარ იყიდიან

„საქსტატის“ ცნობით, 2017 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ სოფლის მეორნეობის სექტორში ნული დოლარი შეადგინა.

მერაბ ჯანიაშვილმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების განუხორციელებლობა, შესაძლოა, ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებამაც განაპირობა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე გასხვისებას არ ითვალისწინებს.

„სოფლის მეურნეობის სექტორი უცხოელი ინვესტორებისთვის ისედაც ნაკლებად საინტერესო იყო და თუ იქ მიწების გაყიდვას ავკრძალავთ, საერთოდ არ ჩაიდება ინვესტიცია ამ სფეროში“, — განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კონსტიტუციაში გაკეთდება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება არ იქნება შესაძლებელი იმ პირზე, ვისაც არ გააჩნია საქართველოს მოქალაქეობა.

ყველა ახალი ამბავი
0