ვის ექნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფლობის უფლება
„მივიღეთ გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო კომისიას მივმართოთ ინიციატივით – კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება არ იქნება შესაძლებელი იმ პირზე, ვისაც არ გააჩნია საქართველოს მოქალაქეობა", — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთვრობის სხდომის დაწყებამდე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს ჩანაწერი პირდაპირ ეხმიანება იმ მოთხოვნას, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უდიდეს უმრავლესობას გააჩნია.