ბრიტანეთის პრემიერის აპარატის თანახელმძღვანელებმა თანამდებობები დატოვეს

© REUTERS / ANDREW YATESდიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი ტერეზა მეი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი ტერეზა მეი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდი ბრიტანეთის მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მიიღო

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრის, ტერეზა მეის აპარატის თანახელმძღვანელებმა ნიკ ტიმოტიმ და ფიონა ჰილმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამო თანამდებობები დატოვეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

ყველა საარჩევნო ოლქის მონაცემების დათვლის შედეგად ბრიტანელმა კონსერვატორებმა თემთა პალატაში 318 მანდატი მიიღეს, რაც აბსოლუტური უმრავლესობისთვის (326) საკმარისი არ არის. ლეიბორისტებს 262 მანდატი აქვთ, შოტლანდიის ნაციონალურ პარტიას – 35, ლიბერალ–დემოკრატიულ პარტიას – 12, დემოკრატიულ იუნიონისტურ პარტიას – 10, უელსის პარტიას – 3, ხოლო მწვანეთა პარტია ს – 1.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი - Sputnik საქართველო
არჩევნები დიდ ბრიტანეთში 2017: კონსერვატორები პოზიციებს კარგავენ

„ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას წინასაარჩევნო კამპანიის ჩემს წილზე, რომლის დროსა პასუხს ვაგებდი პოლიტიკური პროგრამის მომზადებაზე“, – დაწერა ტიმოტიმ ვებ–გვერდის conservativehome.com სვეტში.

„ჩემთვის დიდი პატივი იყო მთავრობაში მუშაობა და სიამოვნება – ასეთ შესანიშნავ პრემიერ–მინისტრთან მუშაობა. არანაირი ეჭვი არ მაქვს, რომ ტერეზა მეი დარჩება და განაგრძობს მუშაობას პრემიერ–მინისტრად“, – ნათქვამია ჰილის განცადებაში.

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ტერეზა მეიმ თანამდებობა უნდა დატოვოს, რადგან მის მიერვე ინიციირებულ არჩევნებში ასეთი კატასტროფული შედეგები დადგა, ამაზე მეტყველებს ვებ–გვერდის conservativehome.com ჩატარებული გამოკითხვის მონაცემები.

მეის პრემიერ–მინისტრის თანამდებობის დატოვებას გამოკითხულთა 59,5% უჭერს მხარს.

არჩევნებს, რომელიც მეის ინიციატივით ჩატარდა, უნდა გაემყარებინა პარტიისა და თავად პრემიერის პოზიციები, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად შემოტრიალდა.

ამჟამად მეი მთავრობის ჩამოყალიბებაზე ზრუნავს და პარალელურად მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩრდილოირლანდიურ დემოკრატიულ იუნიონისტურ პარტიასთან, რომელმაც არჩევნებზე 10 ადგილი მიიღო.


ყველა ახალი ამბავი
0