არჩევნები დიდ ბრიტანეთში 2017: კონსერვატორები პოზიციებს კარგავენ

© REUTERS / Toby Melvilleდიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არჩევნების წინასწარმა შედეგებმა აჩვენა, რომ მმართველი კონსერვატიული პარტია მხოლოდ 307 ადგილს მიიღებს.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. რიგგარეშე არჩევნების შედეგების მიხედვით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის პარტია ქვეყნის პარლამენტში აბსოლუტურ უმრავლესობას კარგავს, იუწყება Sputnik International ბრიტანულ ტელეარხ Sky News-ზე დაყრდნობით.

წინასწარი მონაცემებით, მმართველი პარტია თემთა პალატაში მიიღებს 307 ადგილს, რაც აბსოლუტური უმრავლესობის მოსაგროვებლად (326) საკმარისი არ არის, ლეიბორისტები მიიღებენ 259 ადგილს, შოტლანდიელი ნაციონალისტები — 34-ს, ლიბერალ-დემოკრატები — 12-ს, დანარჩენი პარტიები — 22 მანდატს.

ტერეზა მეი, რომლის ინიცირებულიც არის ეს არჩევნები საკუთარი პოზიციების განსამტკიცებლად, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე (თბილისის დროით 13:00) განცხადებით გამოდის, იუწყება რადიოსადგური LBC.

თუ პარლამენტში ვერც ერთი პარტია ვერ მიიღებს ადგილების ნახევარს, ჩნდება კოალიციის ჩამოყალიბების აუცილებლობა. მანამდე კონსერვატიულ პარტიას 330 ადგილი ჰქონდა.

ყველა ახალი ამბავი
0