თბილისში ძიუდოში ახალგაზრდული საერთაშორისო ტურნირი იმართება

გამოწერა
ტურნირში მონაწილეობას იღებენ საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ძიუდოისტები, ასევე სპორტსმენები გერმანიიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ტაჯიკეთიდან და ირანიდან.

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. თბილისში, ძიუდოს აკადემიაში 10–11 ივნისს იმართება პირველი საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში „ზედაზენის თასზე" ახალგაზრდებს შორის, იუწყება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.

გურამ თუშიშვილი და ადამ ოქრუაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონი გახდა

ტურნირში მონაწილეობას იღებენ საქართველოს ნაკრების უძლიერესი ახალგაზრდა ძიუდოისტები, ასევე სპორტსმენები გერმანიიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ტაჯიკეთიდან და ირანიდან.

შეჯიბრება ვაჟთა შორის 8 წონით კატეგორიაში იმართება. კერძოდ, 10 ივნისს იჭიდავებენ —55კგ, —60კგ, —66კგ, —73კგ წონითი კატეგორიების ძიუდოისტები, ხოლო 11 ივნისს —81კგ, —90კგ, —100კგ და +100კგ. 

ტურნირის საპრიზო ფონდია 10 ათასი აშშ დოლარი. 

ყველა ახალი ამბავი
0