„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

"თელასი"
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 8 ივნისს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, სადგური ლილოს, ლილოს დასახლების, საქნავთობის დასახლების და ალექსეევკის დასახლების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების და ხომლელის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის აგარაკების, გლდანის მასივის I, II მიკრორაიონების და მუხიანის IVბ მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ცხვედაძის, დარიალის, ტიციან ტაბიძის, ირაკლი აბაშიძის, რაზმაძის, მუხაძის, ბერძენიშვილის, კავსაძის, ბარნოვის, მოსაშვილის, მიშველაძის და ფალიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მცხეთის, შატბერაშვილის, მარუხის გმირთა და რადიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის მაცხოვრებლებს.

10:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კასპის, აწყურის და ვაჟა ივერიელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ნუცუბიძის, ძოწენიძის და ჟღენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თოფურიას და შალვა ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II კვარტლების, გელოვანის გამზირის, რობაქიძის გამზირის, ჭიაურელის და ლუბლიანას ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბესაძის, კოტე აფხაზის, ლესელიძის და გორგასლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0