ავარია წყალსადენზე თბილისში: საავადმყოფოები უშუქოდ დარჩა

© photo: Sputnik / Vitaliy Timkiv / გადასვლა მედიაბანკშიელექტრო ქვესადგური
ელექტრო ქვესადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
წყალსადენზე ავარიის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება თბილისში მიწისქვეშა ბიძგები გამხდარიყო.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია „თელასის“ 15 ათასამდე აბონენტი, მათ შორის, საავადმყოფოები დიღომში შუქის გარეშე დარჩნენ ელექტროქვესადგურის დატბორვის გამო.

მაღალი ძაბვის ქვესადგურ „დიღომი 1“-ის დატბორვა ხუთშაბათს, ღამის 2:21 საათზე მოხდა. ამის მიზეზი კომპანია Georgian Water and Power-ის წყალსადენი მილის დაზიანება გახდა, განაცხადეს „თელასში“. მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით „თელასმა“ წყლის ამოტუმბვის სამუშაოების დასრულებამდე ელექტროენერგიის გათიშვის გადაწყვეტილება მიიღო. 

ამ წუთებში მიმდინარეობს ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის განცხადებით, წყალსადენზე ავარიის მიზეზი შესაძლოა წუხელ კახეთში მომხდარი მიწისძვრა ყოფილიყო. 


ყველა ახალი ამბავი
0