აფეთქება მოხდა კიევში, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე

© photo: Sputnik / Alexey Furman / გადასვლა მედიაბანკშიკიევი
კიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უცნობმა პირმა კიევში, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე დაუდგენელი ასაფეთქებელი ნივთიერება დააგდო.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. აფეთქების ხმა გაისმა ხუთშაბათს, ღამით კიევში, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „ტერაქტის“ მუხლით, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости კიევის პოლიციის სამმართველოზე დაყრდნობით. 

„დღეს, 8 ივნისს, 00:05 (01:05 თბილისის დროით) დედაქალაქის პოლიციის სამორიგეო ნაწილში შემოვიდა შეტყობინება აფეთქების შესახებ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე კიევის შევჩენკოს რაიონში… დათვალიერებისას გაირკვა, რომ უცნობმა პირმა დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე დაუდგენელი ასაფეთქებელი ნივთიერება ისროლა“, — განაცხადეს პოლიციაში.

აფეთქების შედეგად არავინ დაზარალებულა. როგორც საელჩოში განაცხადეს, დიპლომატიური წარმომადგენლობა საშტატო რეჟიმში იმუშავებს 08:30 საათიდან. 


ყველა ახალი ამბავი
0