ჩოხატაურის რაიონში შვილებმა დედა ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის ლენტა
პოლიციის ლენტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდაცვლილს მცირეწლოვანი შვილები დარჩა.

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარცხმაში 39 წლის ქალბატონმა ხეზე თავი ჩამოიხრჩო, იუწყება „გურია ნიუსი“.

როგორც მეზობლები აცხადებენ, ხეზე ჩამომხრჩვალი დედა შვილებმა იპოვეს. მათ საშველად მეზობლებს დაუძახეს, თუმცა ქალი უკვე გარდაცვლილი იყო.

გარდაცვლილს მცირეწლოვანი შვილები დარჩა. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0