ცნობილი ტელეწამყვანი შესაძლოა თბილისის მერობის კანდიდატი გახდეს

© Sputnik / Alexander Imedashviliტელეკომპანიის კამერა და მიკროფონი
ტელეკომპანიის კამერა და მიკროფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილეს ზაალ უდუმაშვილს ჯერ არ გადაუწყვეტია, იყრის თუ არა კენჭს თბილისის მერის თანამდებობაზე და ამ შემთხვევაში წარმოადგენს თუ არა მიხეილ სააკაშვილის ყოფილ პარტიას.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილეს ზაალ უდუმაშვილს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატობა შესთავაზა.

ეს ინფორმაცია თავად უდუმაშვილმა კიევიდან დაბრუნების შემდეგ დაადასტურა. კიევში ის ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შეხვდა.

„ვადასტურებ, რომ მაქვს შემოთავაზება, კანდიდატურა წამოვაყენო თბილისის მერის პოსტზე და მივიღო არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოვაცხადებ ოფიციალურად. ეს შეთავაზება არის „ნაციონალური მოძრაობისგან". გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, ვიყრი თუ არა კენჭს თბილისის მერად, ვიქნები „ნაციონალური მოძრაობის", თუ დამოუკიდებელი კანდიდატი", – განუცხადა უდუმაშვილმა ჟურნალისტებს.

უდუმაშვილი მრავალი წელია „რუსთავი2"-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვება „კურიერის" წამყვანია, პარალელურად ტელეარხის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა უკავია. უდუმაშვილი მმართველი ძალის მკვეთრი კრიტიკით გამოირჩევა.

არჩევნების მეორე ტური - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი და პრემიერი ადგილობრივ არჩევნებზე კონსულტაციებს მართავენ

ადგილობრივი არჩევნები საქართველოში შემოდგომაზე ჩატარდება. მოსახლეობა აირჩევს რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელებსა და საკრებულოების დეპუტატებს.

უკვე ცნობილია, რომ „ქართული ოცნება" მერობის კანდიდატს მალე წარმოადგენს. სავარაუდოდ, ეს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე–პრემიერი კახა კალაძე იქნება.

რაც შეეხება კანდიდატებს ოპოზიციიდან, ამჟამად მხოლოდ პარტიის „მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო" კანდიდატია ცნობილი – ეს ელენე ხოშტარიაა. საინფორმაციო საშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ წინასაარჩევნო რბოლაში ჩაერთვებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია და საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი.

ყველა ახალი ამბავი
0