თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. დაიწყო კონსულტაციები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევნების ჩატარების თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის, ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ადგილობრივი არჩევნები საქართველოში შემოდგომაზე გაიმართება. მოსახლეობა აირჩევს მერებს, რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს და ქალაქებისა და რაიონების საკრებულოებს. არჩევნების თარიღი პრეზიდენტმა უნდა გამოაცხადოს და შემდეგ იგი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
„პრეზიდენტმა და პრემიერმა უკვე დაიწყეს კონსულტაციები არჩევნების თარიღთან დაკავშირებით. როგორც კი ცნობილი გახდება თარიღი, ჩვენ ამის შესახებ განვაცხადებთ“, — თქვა მიშველაძემ.
არჩევნების თარიღის გამოცხადებისთანავე, საქართველოში საარჩევნო კამპანია დაიწყება. კანდიდატთა რეგისტრაცია არჩევნებამდე 57 დღით ადრე დაიწყება.