უკრაინის თავდაცვის მინისტრმა თბილისში შეხვედრები გამართა

© FB / Министерство обороны Грузииლევან იზორია და სტაპან პოლტორაკი
ლევან იზორია და სტაპან პოლტორაკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის თავდაცვითი უწყების ხელმძღვანელი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. უკრაინის თავდაცვის მინისტრ სტეფან პოლტორაკისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას შეხვედრის შედეგებიდან ცნობილი გახდა, რომ წელს ორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში მრავალეროვან წვრთნებში მონაწილეობას ერთად მიიღებენ.

პოლტორაკი თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრის ცერემონია თავდაცვის სამინისტროს შენობის ეზოში გაიმართა. მიმდინარე წლის ივლისში გაიმართება ქართულ-ამერიკული წვრთნა Noble Partner 2017, ხოლო შემოდგომით საქართველო-ნატოს წვრთნები Agile Spirit.

„მე მინდა დავაფიქსირო მადლობა იმისთვის, რომ უკრაინა წელს მიიღებს მონაწილეობას ორ მნიშვნელოვან მრავალეროვნულ წვრთნებში, რომელიც საქართველოში გაიმართება. ჩვენი მხრიდან, ჩვენც მზად ვართ აქტიურად მივიღოთ მსგავს წვრთნებში მონაწილეობა უკრაინაშიც“, — განაცხადა იზორიამ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე პროცესების გამო შეშფოთება გამოხატა და იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტის მოგვარება საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით მოხდება. 

ტერიტორიის განაღმვა - Sputnik საქართველო
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მოხალისე დაიღუპა

„ჩვენ გვაშფოთებს ის სიტუაცია, რომელიც არსებობს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში და გამოვთქვამთ იმედს, რომ ამ სიტუაციის დარეგულირება მშვიდობიანად, საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით მოხდება“, — აღნიშნა მან.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში უკრაინის თავდაცვის მინისტრი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. სახელმწიფოს მეთაურთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს საქართველოში მომავალი ვიზიტი, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიმართება.

ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პოლტორაკი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ესტუმრა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.


ყველა ახალი ამბავი
0