უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მოხალისე დაიღუპა

© photo: Sputnik / Андрей Стенин / გადასვლა მედიაბანკშიტერიტორიის განაღმვა
ტერიტორიის განაღმვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაღუპულის ოჯახისთვის ტრაგედიის თაობაზე ჯერ არ უცნობებიათ, ამიტომ მისი ვინაობა ჯერჯერობით არ მჟღავნდება.

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ქართველი თადარიგის ოფიცერი, რომელიც უკრაინაში მოხალისედ იყო წასული, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მიმდინარე ბრძოლებისას დაიღუპა, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

ქართველი მებრძოლი წუხელ აფეთქდა ნაღმზე სოფელ ნოვოლუგანსკოეს მახლობლად. დაღუპულის ოჯახისთვის ტრაგედიის თაობაზე ჯერ არ უცნობებიათ, ამიტომ მისი ვინაობა ჯერჯერობით არ მჟღავნდება.

„ეს თავდაცვის სამინისტროს თადარიგის ოფიცერია, ოთხი წელია, რაც უკრაინაში იმყოფებოდა, მოხალისედ მსახურობდა ბატალიონ „აიდარში“, — განაცხადა თადარიგის პოლკოვნიკმა დავით მაქიშვილმა, რომელიც ასევე უკრაინაში მსახურობს.

დაღუპულის ცხედარს რამდენიმე დღეში კიევში, იქიდან კი საქართველოში ჩამოასვენებენ.

მაქიშვილის თქმით, ის პირადად ესაუბრა საქართველოს საკონსულოს, სადაც ყოველგვარი დახმარება აღუთქვეს.

ყველა ახალი ამბავი
0