თბილისის მერიის „თანამშრომელი" 20 ათასი აშშ დოლარის შოვნას ცდილობდა

© AP Photo / Eric Risbergდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში თაღლითობის გზით 20 ათასი დოლარის შოვნის მცდელობა დაკავებით დასრულდა.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს ერთი მოქალაქე, რომელიც მოქალაქეს გარკვეული თანხის სანაცვლოდ თბილისში მიწის დიდი ნაკვეთის დაკანონებას ჰპირდებოდა, აღნიშნულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თავს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლად ასაღებდა. ის მოქალაქეს კრწანისთან მდებარე 4000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დაკანონებაში დახმარებას დაჰპირდა.

პოლიცია - Sputnik საქართველო
თაღლითებმა ლიბერთი ბანკის თანხა მიითვისეს

ამის სანაცვლოდაც მან 20 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა, თან განუმარტა, რომ მიწის დასაკანონებლად მას აღნიშნული თანხის ნაწილი უნდა გადაეცა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში მომუშავე კომპეტენტური თანამდებობის პირებისთვის.

თბილისის მერიის ე.წ. თანამშრომელი იმ დროს დააკავეს, როდესაც მან თანხის ნახევარი – 10 ათასი აშშ დოლარი აიღო. თანხა ნივთმტკიცებად არის ამოღებული.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით "დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობა", რაც ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობით ისჯება.

საქმეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო იძიებს.

ყველა ახალი ამბავი
0