პრემიერმა ბრძანა, პრემიერმა შეასრულა: ექიმების მოთხოვნები დაკმაყოფილდა

© FB / Giorgi Kvirikashviliინფექციური პათოლოგიების ცენტრის-წარმომადგენელთა შეხვედრა პრემიერთან
ინფექციური პათოლოგიების ცენტრის-წარმომადგენელთა შეხვედრა პრემიერთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერმა პირობა დადო, რომ ინფექციური პათოლოგიების ცენტრი გარემონტდება, ხოლო სამი წლის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებისთვის ახალი შენობა გაჩნდება.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ახალი შენობის მშენებლობა მაქსიმუმ სამი წლის ვადაში დასრულდება, ხოლო არსებული შენობა გარემონტდება, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ცენტრის თანამშრომლებმა, რომლებიც С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში მყოფი პაციენტების ნახევარზე მეტს ემსახურებიან, არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქცია. ისინი მოითხოვდნენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და აცხადებდნენ, რომ მუშაობა გაუსაძლის პირობებში უწევთ, რადგან შენობაში საშინელი სანიტარული პირობებია.

მედიცინის მუშაკებმა საპროტესტო აქცია სამშაბათს, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის მრავალპროფილური კლინიკის გახსნის დროსაც მოაწყვეს. გახსნას პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და „ავერსი–ფარმას" ხელმძღვანელობა (ახალი კლინიკის მფლობელი) ესწრებოდნენ.

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა - Sputnik საქართველო
თბილისში ახალი მრავალპროფილური კლინიკა გაიხსნა

საქმე ისაა, რომ კომპანია „ავერსი-ფარმამ" რამდენიმე წლის წინ შეიძინა ტერიტორია, რომელზეც მდებარეობს ინფექციური პათოლოგიის ცენტრი და, თანამშრომლების განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებაში რაიმე სარემონტო სამუშაოების ჩატარება აკრძალა.

პრემიერ–მინისტრმა საპროტესტო აქციისას პირობა დადო, რომ ცენტრის თანამშრომლებს შეხვდებოდა. მან პირობა შეასრულა, მთავრობის ადმინისტრაციაში დაპირებული შეხვედრა საღამოს გაიმართა. მას ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია.

„უმოკლეს დროში გამოიძებნება მექანიზმი, რომ გაკეთდეს სარემონტო სამუშაოები იმ მოცულობით, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ცენტრმა იმუშაოს მინიმუმ სამი წელი", – განაცხადა ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ცენტრის თანამშრომლებმა კვირიკაშვილს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს.

ყველა ახალი ამბავი
0