პორტუგალიის ერთ-ერთმა სკოლამ გადაწყვიტა, ეს საკითხი ერთხელ და საბოლოოდ გადაეჭრა — მან დაფაზე განცხადება გამოაკრა და ეს განცხადება მას შემდეგ ძალზე პოპულარული გახდა.
როდესაც განცხადების ტექსტი Facebook-ზე გამოაქვეყნეს, ის მთელ მსოფლიოს მოედო.
აი, როგორ ჰყოფენ მშობლებისა და სკოლის მოვალეობებს პორტუგალიის ერთ-ერთი სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები:
"პატივცემულო მშობლებო!
გვინდა შეგახსენოთ, რომ ისეთ ჯადოსნურ სიტყვებს, როგორიცაა "გამარჯობა", "გეთაყვა", "გმადლობთ" და "ბოდიში" პირველად ოჯახში იგებენ.
სწორედ სახლში სწავლობენ ბავშვები პატიოსნებას, პუნქტუალობასა და გულმოდგინებას, მეგობრებისადმი კარგ დამოკიდებულებას, უფროსებისა და მასწავლებლების პატივისცემას.
სწორედ სახლში სწავლობენ ისინი სისუფთავისა და წესრიგის დაცვას, იმას, რომ არ ილაპარაკონ საჭმლით სავსე პირით და ნაგავი ურნაში ჩაყარონ.
ასევე სახლში სწავლობენ, იყვნენ ორგანიზებული, მოუარონ საკუთარ ნივთებს და ხელი არ ახლონ სხვის ნივთებს.
ჩვენ კი სკოლაში ვასწავლით ენას, მათემატიკას, ისტორიას, გეოგრაფიას, ფიზიკას, ქიმიასა და ფიზკულტურას. მშობლების აღზრდას ჩვენ მხოლოდ ვაძლიერებთ, ვამტკიცებთ, მაგრამ არ ვანაცვლებთ".
ამ განცხადებას ინტერნეტ-სივრცეში უამრავი აღფრთოვანებული გამოძახილი მოჰყვა.