კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის ახალი უფროსი დაინიშნა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ილია მეორის დაცვის ახალი უფროსი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში 2017 წლის მარტიდან მუშაობს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაცვის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა ვანო კობაიძე, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მარტიდან მუშაობს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия უწყებაზე დაყრდნობით.

კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის უფროსის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 30 მაის ამ თანამდებობიდან ზურაბ ბუჩუკური მოხსნეს. ის  სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში დარჩა და ახლა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს იცავს.

„დიახ, დღეიდან კობაიძე პატრიარქის დაცვის უფროსად დაინიშნა“, — განაცხადეს უწყებაში.

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
სკანდალი საპატრიარქოში: საქართველოს პროკურატურამ დეკანოზის დაკითხვა გააგრძელა

ბუჩუკური პატრიარქის დაცვის მეორე უფროსია, რომელმაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს თანამდებობა დატოვა. თებერვლის ბოლოს საკუთარი სურვილის საფუძველზე გადადგა სოსო ოხანაშვილი. ეს საპატრიარქოში აგორებულ „ციანიდის საქმესთან" დაკავშირებულ სკანდალს დაემთხვა.

2017 წელს თებერვალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. სამართალდამცველებმა დეკანოზის ბარგში ნატრიუმის ციანიდი, ხოლო სახლში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა იპოვეს. მამალაძეს ილია მეორის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება დასდეს ბრალად. 

მამალაძე გამოძიების პერიოდში პატიმრობაში იმყოფება. საქმეს სასამართლო იხილავს. თავად მამალაძე წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0