სკანდალი საპატრიარქოში: საქართველოს პროკურატურამ დეკანოზის დაკითხვა გააგრძელა

© photo: Sputnikსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პროკურატურაში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დილიდან მიმდინარეობს.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ორკვირიანი პაუზის შემდეგ პროკურატურის გამომძიებლებმა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა განაახლეს, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის მდივან–რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად, განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
საპატრიარქოში სკანდალი გრძელდება: საქმეში დაზარალებული გამოჩნდა

დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს, საიდანაც იგი გერმანიაში გაფრენას გეგმავდა. მის ბარგში ნატრიუმის ციანიდი, ხოლო მის საცხოვრებელ ბინაში ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა აღმოაჩინეს. სასულიერო პირმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, ვიდრე მისი ოჯახის დაცვა არ იქნებოდა უზრუნველყოფილი. მამალაძის თხოვნა შესრულებულია.

„ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ამოეწურა ყველა საბაბი, რატომაც კრიტიკულ შეკითხვებს არ სცემდა პასუხს. მას ადრე თუ გვიან მოუწევს მძიმე ბრალდებებს გასცეს პასუხი და ასევე უპასუხოს ყველა შეკითხვას ამომწურავად“, – განაცხადა წიკლაურმა.

პროკურორის თქმით, გამოძიების მთავარი საკითხი ნატრიუმის ციანიდის წარმოშობის დადგენა იქნება. პროკურატურას ამ მომენტამდე არ დაუდგენია, სად იშოვა დეკანოზმა მომწამვლელი ნივთიერება.

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
წმინდა სინოდი „ციანიდის საქმეზე" გამოძიებას ენდობა

ამავე დროს მამალაძის ადვოკატები აცხადებენ, რომ ის მზად არის გამოძიების კითხვებზე პასუხი გასცეს.

მამალაძის დაკითხვა ექვსი საათია რაც მიმდინარეობს.

გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიება მისი ნათესავის ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე დაიწყო. პროკურატურას გააჩნია მტკიცებულებები, რომ 27 დეკემბრიდან დეკანოზი ადამიანის მოწამვლის საკითხით დაინტერესდა და რომ ის ნამდვილად გეგმავდა თეთრუაშვილის მკვლელობას.

ამავე დროს გამოძიება მუშაობს ვერსიაზე, რომ მამალაძე სხვა პირების მკვლელობასაც გეგმავდა.

ყველა ახალი ამბავი
0