წმინდა სინოდი „ციანიდის საქმეზე" გამოძიებას ენდობა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებმა სხდომაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე განიხილეს.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. წმინდა სინოდი ენდობა გამოძიებას და იმედოვნებს, რომ პროცესი მაქსიმალური გამჭვირვალობით წარიმართება, ნათქვამია წმინდა სინოდის განჩინებაში, რომელიც საზოგადოებას წმინდა სინოდის სხდომის მდივანმა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა გააცნო.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის აეროპორტში გერმანიაში გამგზავრების წინ დააკავეს. მის ბარგში ძლიერი მომწამვლელი ნივთიერება ნატრიუმის ციანიდი აღმოაჩინეს, ხოლო ბინაში ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ტყვია.

მამალაძემ დუმილი მხოლოდ 27 თებერვალს დაარღვია, თუმცა, როგორც გამოძიება აცხადებს, მან ყველა კითხვას არ უპასუხა და ამისთვის მისი ოჯახის უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა.

წმინდა სინოდის სხდომა თბილისში 9 მარტს გაიმართა.

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
მეუფე პეტრე საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლეს

განჩინებაში აღნიშნულია, რომ სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად მეუფეებმა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმის თაობაზეც იმსჯელეს.

„წმინდა სინოდმა ასევე იმსჯელა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმის თაობაზე. განაჩინეს: წმინდა სინოდი ენდობა გამოძიებას და იმედოვნებს, რომ, საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, იგი მაქსიმალური გამჭვირვალობით წარიმართება და დროულად დადგინდება ობიექტური ჭეშმარიტება“, — ნათქვამია განჩინების ტექსტში.

წმინდა სინოდის სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ხელმძღვანელობდა. პატრიარქი ბოლო დროს ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებს შეეხო და შეშფოთება გამოხატა სასულიერო პირების შეურაცხმყოფელი საჯარო განცხადებების გამო.

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
საპატრიარქოში სკანდალი გრძელდება: საქმეში დაზარალებული გამოჩნდა

როგორც განჩინებაშია ნათქვამი, მორწმუნეთათვის განსაკუთრებით მძიმე იყო ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადება იმის თაობაზე, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებაში დაინტერესებული იყო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი. პეტრე ცაავამ მას საპატრიარქოს „რუხი კარდინალი“ უწოდა და მისი დაინტერესება იმით ახსნა, რომ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ, რომელმაც შორენა თეთრუაშვილის შემდეგ მისი პოსტი დაიკავა საპატრიარქოს ქონების მართვის სამმართველოში, ამ სტრუქტურაში კორუფციული სქემები გამოავლინა.

სინოდმა მეუფე პეტრე ცაავას განცხადებები ეკლესიის კანონიკური და ეთიკური ნორმების უხეშ დარღვევად მიიჩნია და გადააყენა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორის თანამდებობიდან და გაფრთხილება მისცა.

განჩინებაში ასევე აღნიშნულია, რომ მიტროპოლიტ ჭყონდიდელის განცხადებები მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ და წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოში მოღვაწე რიგ სასულიერო პირთა მიმართ ცილისწამებასა და დაუსაბუთებელ ბრალდებას.

ყველა ახალი ამბავი
0