„ინკას“ მიერ შექმნილი სიზმრების მჭერი და ქსელში გახვეული კოშმარული სიზმრები

© გვანცა კორძახიას პირადი არქივიგვანცა კორძახიას ხელნაკეთი დეკორატიული ნივთები
გვანცა კორძახიას ხელნაკეთი დეკორატიული ნივთები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს თინეიჯერებში და არა მარტო თინეიჯერებში, საკამოდ აქტუალური და ტრენდულია ე.წ სიზმრების მჭერი, თუმცა ალბათ ცოტამ თუ იცის ამ ულამაზეს აქსესუარის შესახებ, საოცარი ლეგენდის არსებობა.

სიზმრის მჭერი, ნატურალური ქვის სიცოცხლის ხეები, ჰედდრესები, ულამაზესი ზარდახშები, ფერადი და სახასიათო სახლები, ეს იმ ხელნაკეთი ნივთების ჩამონათვალია, რომელებსაც გვანცა კორძახია ქმნის. წლების წინ მისი შთაგონების წყარო ჯიმ მორისონის ბავშვობის ინდიელი გახდა. გვანცა მუდამ ახლის ძიებაშია და ამ პროცესში ბევრი საოცარი აღმოჩენა გააკეთა. დღეს მისი ხელოვნება საკმაოდ მრავალფეროვანი და შთამბეჭდავია.

© გვანცა კორძახიას პირადი არქივიგვანცა კორძახია
გვანცა კორძახია - Sputnik საქართველო
გვანცა კორძახია

-რა არის „ინკა“ და როგორ დაიბადა იგი?

— „ინკა“ არის ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი, რომელიც უკვე მეოთხე წელია არსებობს. მიყვარს განსხვავებული და ორიგინალური სიახლეები. გამუდმებით ვაკეთებდი რაღაც ახალს, გამოყენებითს და ლამაზს. მინდოდა მქონოდა სიზმრის მჭერი, მაგრამ საქართველოში ვერ ვნახე ისეთი, როგორიც ძალიან მომწონდა, გამოწერით კი საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. ამიტომ გადავწყვიტე მე თვითონ გამეკეთებინა. როცა მეგობარს ვაჩვენე, ძალიან მოეწონა. მირჩია კიდევ რამდენიმე დამემზადებინა და შემეთავაზებინა ადამიანებისთვის. ასეც მოვიქეცი და ძალიან მალე, სოციალურ ქსელში ჩემი გვერდი საკმაოდ პოპულარული გახდა. გვერდი სწორედ იმიტომ შევქმენი, რომ ჩემი ნამუშევრები საზოგადოებამდე მიმეტანა და მათთვის გამეცნო.

© გვანცა კორძახიას პირადი არქივიინდიელი ქალის თავსამკაული გვანცა კორძახიასგან
ინდიელი ქალის თავსამკაული გვანცა კორძახიასგან - Sputnik საქართველო
ინდიელი ქალის თავსამკაული გვანცა კორძახიასგან

-რატომ შეურჩიეთ სახელი „ინკა“?

— სახელის შერჩევაზე დიდხანს ვფიქრობდი, მინდოდა ყოფილიყო ადვილი გამოსათქმელი და სტილისტურად, თემატურად იმასთან ახლოს, რასაც ვაკეთებდი. არ ვიცი მკითხველი რამდენად დააკავშირებს, მაგრამ შთაგონება ჯიმ მორისონის ბავშვობის ინდიელისგან წამოვიდა (ფილმი the doors), მართალია უშუალოდ არ იმეორებს სახელს, მაგრამ მისი გავლენით შეიქმნა „ინკა“.

-ბავშვობაშიც იყავით გატაცებული ხელნაკეთი ნივთების შექმნით?

— მახსოვს ბავშვობაში არ მომწონდა სტანდარტული ნივთები. მინდოდა ყველაფერი რაც მქონდა, ყოფილიყო განსხვავებული. პირველი შეხება ხელსაქმესთან ჩემთვის ქარგვა იყო. საერთოდ მე ვფიქრობ, რაც უფრო მეტად ცდილობ უბრალო ნივთი განავითარო, ან უფრო უკეთესი — ახალი შექმნა, მით უფრო ფერადი და საინტერესოა შენი ცხოვრება.

© გვამცა კორძახიას პირადი არქივიგვანცა კორძახიას დეკორატიული სახლები
გვანცა კორძახიას დეკორატიული სახლები - Sputnik საქართველო
გვანცა კორძახიას დეკორატიული სახლები

-დღეს რა ნივთებს მოიცავს „ინკა“?

— „ინკას“ აქვს სიზმრის მჭერები, ნატურალური ქვის სიცოცხლის ხეები, ჰედდრესები (რომელსაც მხოლოდ ჩვენ ვამზადებთ და ხშირად გვიკვეთავენ საფესტივალოდ), ზარდახშების ხაზი და ბოლო დროს ვაკეთებ ფერად და სახასიათო სახლებს, რომლებშიც ყველა თქვენგანი იპოვნის საკუთარ სიმყუდროვეს. ჩვენს სახლებს აქვს პატარა ეზოებიც, თავისი სამეზობლოთი, ზოგიერთი ქოხი მინდორში, ან მთაზე სულ მარტო დგას, ჩვენც და მომხმარებლებსაც სიმყუდროვის განცდას გვიტოვებს.

-რა მასალას იყენებთ ამა თუ იმ ნივთის შესაქმნელად და რატომ შეაჩერეთ არჩევანი ამ მასალაზე?

მასალა არის მეტალი, ბუნებრივი ქვები, ბუნებრივი და ხელოვნური ბუმბული, თექა, სხვადასხვა ძაფები, ლენტები, ხის ან პლასტმასის მძივები, ნატურალური ხე და საღებავი. რაღაც ახლის შექმნისას ყველაზე რთული დიზაინის მოფიქრებაა, შემდეგ კი მასალის შერჩევა. ერთსა და იმავე ფერის და ფორმის სხვადასხვა ფაქტურის მასალას სულ სხვა ხასიათი და დატვირთვა აქვს.

© გვანცა კორძხიას პირადი არქივიგვანცა კორძახიას ხელნაკეთი სიზმრების დამჭერი
გვანცა კორძახიას ხელნაკეთი სიზმრების დამჭერი - Sputnik საქართველო
გვანცა კორძახიას ხელნაკეთი სიზმრების დამჭერი

-თქვენი შექმნილი ნივთებიდან ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადი რომელია?

— ყველაზე აქტუალური სიზმრის მჭერები და ჰედდრესებია.

-როგორ ფიქრობთ რამ განაპირობა მათი აქტუალურობა?

— ალბათ მათმა ორიგინალურობამ, ხარისხის ნიშანმა და სილამაზემ.

© გვანცა კორძახიას პირადი არქივიგვანცა კორძახიას ნაკეთობა
გვანცა კორძახიას ნაკეთობა - Sputnik საქართველო
გვანცა კორძახიას ნაკეთობა

-თითოეულ ნივთს რა დატვირთვა აქვს?

— DreamCatcher, ანუ იგივე სიზმრების დამჭერი, მოდის ლაკოტას ტომიდან. როდესაც დედა ობობა გამოეცხადა ერთ-ერთ ბელადს უთხრა, რომ ტირიფის რგოლებზე ის მოქსოვდა ქსელს, შემდეგ ამ ნივთს დაკიდებდნენ ბავშვების საწოლის თავზე და დაცულნი იქნებოდნენ ისინი ცუდი სიზმრებისგან.

დრიმ ქეჩერის ყველა დეტალს თავისი მნიშვნელობა აქვს. ქსელი იჭერს სიზმრად ნანახ ცუდ ემოციებს და ასე ვთქვათ — ფილტრავს. ცენტრისკენ მიდის მხოლოდ კარგი მომენტები და ბუმბულებით (იმიტომ, რომ ძალიან მსუბუქია) ის მძინარე ადამიანის ცნობიერებაში ეშვება. დილის დადგომის და მზის პირველი სხივისთანავე, ქსელში გახვეული ცუდი სიზმრები იწვება. ეს ლამაზი ლეგენდაა, ზოგს მართლა სჯერა და დანიშნულებისამებრ — ოთახში იყენებს. ზოგი კი ყელსაბამად, საყურედ, მანქანის, გასაღების, მობილურის საკიდად ურჩევნია მისი შეძენა. რაც შეეხება სიცოცხლის ხეებს, მე პირადად მარადიულობის სიმბოლოდ აღვიქვამ. ჰედდრესები რა თქმა უნდა გამოარჩევს ადამიანს ყველასგან, თან მხოლოდ საფესტივალო გვირგვინები არ გვაქვს. სახლები კი ყველაზე თბილი და ტკბილი — ოჯახის სიმბოლოა.

© გვანცა კორძახიას პირადი არქივიგვანცა კორძახიას ხელნაკეთი მინიატურული ფერადი სახლები
გვანცა კორძახიას ხელნაკეთი მინიატურული ფერადი სახლები - Sputnik საქართველო
გვანცა კორძახიას ხელნაკეთი მინიატურული ფერადი სახლები

-სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

— მხოლოდ ამ ნაწარმზე არ ვგეგმავთ გაჩერებას. ბრენდთან ერთად მასზე მოთხოვნაც იზრდება და ჩვენი მომხმარებელი სულ ითხოვს და ელის რაიმე ახალს. ჩვენც ვცდილობთ იმედები არ გავუცრუოთ. ჩვენთვის დიდი უპირატესობაა, რომ არც ერთი უკმაყოფილო მომხმარებელი არ გვყავს. ყოველთვის გვაქვს ფასდაკლების აქციები, შეძენილ ნივთებს —20% ვაუჩერიც მოჰყვება, გარდა ამისა, გამუდმებით ვთანამშრომლობთ ახალგაზრდულ ოლიმპიადებთან, ამ კუთხითაც ვგეგმავთ განვითარებას და ცნობადობის გაზრდას.

 

ყველა ახალი ამბავი
0