ექსპერტი ევრომოსამართლეობის კანდიდატებზე საქართველოდან

© AFP 2024 / FREDERICK FLORINევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს შტაბ-ბინა სტრასბურგში
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს შტაბ-ბინა სტრასბურგში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის საბჭომ საქართველოდან ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე სამიდან ერთი კანდიდატი უნდა დაამტკიცოს.

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურის მოთხოვნებს გერმანიაში საქართველოს მოქმედი ელჩი, წარსულში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ლადო ჭანტურია პასუხობს, რადგან ის მაღალი კვალიფიკაციის იურისტია, მიიჩნევს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე.

საქართველოს მთავრობამ გასულ კვირაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელი მოსამართლის თანამდებობაზე ხუთი კანდიდატიდან სამი შეარჩია. ლადო ჭანტურიას გარდა სიაში არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი შოთა გეწაძე.

"სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასე ვთქვათ, მოსამართლეთა საზოგადოებას არ ვიცნობ. ამ სიიდან კარგად ვიცნობ მხოლოდ ლადო ჭანტურიას, და ვიცნობ 90-იანი წლებიდან. ის ყოველთვის ფიგურირებდა, როგორც მაღალი კვალიფიკაციის იურისტი, რომელმაც გაიარა დასავლეთის სკოლა და რომელსაც ევროპაში ძალიან მაღალი კომპეტენცია აქვს… მას ამ კანდიდატურისთვის "სუსტი წერტილები" არ აქვს", — განაცხადა საყვარელიძემ "Sputnik-საქართველოსთან" ინტერვიუში.

თბილისის სააპელაციო სასამართლო - Sputnik საქართველო
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიხეილ ჩინჩალაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს მთავრობა უახლოეს მომავალში ევროპის საბჭოს გაუგზავნის სიას. მათ სამი კანდიდატიდან ერთი უნდა შეარჩიონ.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს სპეციალური კომისია არჩევდა. კომისიის წევრებს შორის იყვნენ სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი (კომისიის თავმჯდომარე), საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, მთავარი პროკურატურის პროკურორი, ქუთაისის, თბილისის სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეები, პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენელი.

კომისიაში ასევე შედიან "საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის" წარმომადგენელი, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი და კოალიციის "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" წარმომადგენლები.

ყველა ახალი ამბავი
0