თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიხეილ ჩინჩალაძე უხელმძღვანელებს

© courtesy of Tbilisi Court of Appealsთბილისის სააპელაციო სასამართლო
თბილისის სააპელაციო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კომპანიებს iPlus-სა და iTechnic-ს შორის სასამართლო გარჩევის გამო გადადგა.

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ხმათა უმრავლესობით მიხეილ ჩინჩალაძე აირჩია, რომელიც წარსულში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.

ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოს ოთხი წელი უხელმძღვანელებს. სასამართლოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნა იმიტომ გახდა აუცილებელი, რომ ვალერიან ცერცვაძემ თანამდებობა ყველასთვის მოულოდნელად დატოვა.

„დიახ, ის (ჩინჩალაძე) თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა, 12 ხმით აირჩიეს. ბატონი ჩინჩალაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, შემდეგ მოსამართლეთა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნეს, ხოლო შემდეგ თავმჯდომარედ აირჩიეს", — განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия.

პროკურატურა - Sputnik საქართველო
ევროსასამართლოს მოსამართლის ძმა უდანაშაულოა: საქმე დახურულია

რაც შეეხება ცერცვაძეს, გადადგომის მთავარ მიზეზად მან ქართულ კომპანიებს — iPlus-სა და iTechnic-ს შორის სასამართლო დავა დაასახელა. კომპანიები Apple-ის პროდუქციას ყიდიან.

საქმე ისაა, რომ 2016 წლის ოქტომბერში კომპანია iTechnic-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში iPlus-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და Facebook-ზე აკაუნტის დაბლოკვაში, ასევე მათი დასახელების გამოყენებაში დასდო ბრალი და 1,6 მლნ ლარის გადახდა მოითხოვა.

Facebook-ზე კომპანია iTechnic-ს ჰქონდა გვერდი iTechnic Apple store Tbilisi. Facebook-ის ადმინისტრაციამ კომპანია Apple-ის სავაჭრო ნიშნის უკანონო გამოყენების გამო ეს გვერდი დაბლოკა. iTechnic-მა მომხდარში iPlus-ი დაადანაშაულა, განაცხადეს iPlus-ში.

გარდა ამისა, 2011 წელს iPlus-მა დაარეგისტრირა დომენი iTechnics.ge. პრაქტიკულად ანალოგიური დასახელება გამოიყენეს iTechnic-ის დამფუ ძნებლებმა ორი თვის შემდეგ, შემდეგ კი iPlus-ის სახელის მოპარვაში დაადანაშაულეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ iPlus-ის ხელმძღვანელები დაინტერესდნენ iTechnic-ის მფლობელებით და აღმოაჩინეს, რომ კომპანია დააფუძნა ვალერიან ცერცვაძის მამამ, ცოლისძმამ, ასევე ცოლმა, რომელიც დღემდე კომპანიის გენერალურ მენეჯერად მუშაობს, აღნიშნეს iPlus-ში.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო" გაარკვიეს, რომ iTechnic-ის ერთ-ერთ სარეკლამო რგოლში ცერცვაძემ სამსახურებრივი ავტომანქანა გამოიყენა. ასევე სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ოჯახმა კერძო საკუთრება iTechnic-ის სასარგებლოდ იპოთეკაში ჩადო.

ერთი თვის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება iTechnic-ის სასარგებლოდ მიიღო და iPlus-ს 900 ათასი ლარის გადახდა დაავალდებულა.

ამჟამად iPlus-ის ხელმძღვანელები ამზადებენ საჩივარს სააპელაციო სასამართლოში.

ყველა ახალი ამბავი
0