ევროსასამართლოს მოსამართლის ძმა უდანაშაულოა: საქმე დახურულია

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
იარაღი, რომელიც ბათუმში სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის სახლში იპოვეს, ოთარ წოწორიას სიმამრს ეკუთვნოდა.

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. გამოძიებამ დაადგინა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს მოსამართლე ნონა წოწორიას ძმის ოთარ წოწორიას სახლში ნაპოვნი  რევოლვერი და ვაზნები მის გარდაცვლილ სიმამრს ეკუთვნოდა, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცველებმა 18 მაისს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ოთარ წოწორიას სახლში ჩატარებული ჩხრეკისას  რევოლვერი და 227 ვაზნა ამოიღეს.   იმავე დღეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-გამოყენების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

„გამოძიების მიერ დაიკითხა ოთარ წოწორია და მისი ოჯახის წევრები: მეუღლე, მეუღლის და და ოთარ წოწორიას სიდედრი, რომელთა ჩვენებების საფუძველზე დადგინდა, რომ ამოღებული ნივთები ეკუთვნოდა ოთარ წოწორიას სიმამრს — ა. ა-ს.  ჩატარებული გამოძიებით დადასტურდა ა. ა-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მაგრამ ვინაიდან იგი 2017 წლის 11 მაისს გარდაიცვალა, პროკურორის დადგენილების საფუძველზე 2017 წლის 20 მაისს, სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირის გარდაცვალების გამო", — ნათქვამია განცხადებაში. 

ადამიანის უფლებათა სასამართლო სტრასბურგში - Sputnik საქართველო
ევრომოსამართლემ საქართველოდან ზეწოლის მცდელობის შესახებ განაცხადა

ექსპერტიზით დადგინდა, რომ ამოღებული რევოლვერი დამზადებულია კუსტარული წესით, მაგრამ არ არის ვარგისი სროლისთვის და არ მიეკუთვნება  ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, ხოლო ამოღებული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია  გამოსაყენებლად.

ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს მოსამართლე ნონა წოწორიამ  ძმის სახლში ჩატარებული ჩხრეკა თავის პროფესიულ საქმიანობას დაუკავშირა, რადგან სტრასბურგის სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის მფლობელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

ნონა წოწორიამ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა 2008 წელს დაიკავა. მას უფლებამოსილების ვადა უკვე ამოეწურა, მაგრამ მისი შეცვლა ჯერჯერობით არავის შეუძლია, რადგან 2017 წლის იანვარში ევროპის სასამართლომ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატების სია არ მოიწონა. საქართველოდან მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი იყვნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე,  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე და გიორგი ბადაშვილი. საქართველომ ევროსასამართლოს მოსამართლის პოსტზე ხელახალი კონკურსი თებერვალში გამოაცხადა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0