საქართველო EXPO 2017-ის მონაწილეებს ქვეყნის ენერგოპოტენციალს გააცნობს

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიასტანა
ასტანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო გამოფენაში EXPO 2017, რომელიც ყაზახეთში 10 ივნისიდან 10 სექტემბრამდე გაიმართება.

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ქვეყნის ენერგეტიკულ პოტენციალს წარადგენს ყაზახეთში საერთაშორისო გამოფენაზე EXPO 2017. ქართული გამოფენა 491 კვადრატული მეტრი ფართობის ერთ-ერთ პავილიონში განთავსდება.

ასტანა - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ყაზახეთში ივნისის ბოლოს იგეგმება

საერთაშორისო სპეციალიზებული გამოფენა EXPO 2017 სახელწოდებით "მომავლის ენერგია" ასტანაში 10 ივნისს იხსნება და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. გამოფენაში 115 ქვეყანა მონაწილეობს. სავარაუდოდ, მას 2-3 მილიონი ადამიანი ეწვევა. გამოფენაზე ქვეყნები აჩვენებენ მიღწევებსა და პერსპექტივებს ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების სფეროში და მათ ისეთ უპირატესობებს, როგორიცაა ეკოლოგიური სისუფთავე, ესპლუატაციის დაბალი ღირებულება და გარემოსთვის უვნებლობა.

"EXPO 2017-ზე საქართველოს წარმომადგენლობას საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ხელმძღვანელობს, რადგან ეს სპეციალიზებული გამოფენაა და ენერგეტიკას ეხება… პავილიონში კი შევეცდებით მაქსიმალურად წარმოვადგინოთ ენერგეტიკული პოტენციალი, რომელიც გულისხმობს როგორც ტრანზიტული ქვეყნის შესაძლებლობებს, ისე განახლებადი ენერგიის წყაროებს. ეს კონცეფციის ძირითადი სქემაა", — განაცხადა ენერგეტიკის სამინისტროს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия.

გამოფენაზე საქართველოს კომისარი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი იქნება. EXPO 2017-ის გახსნის ცერემონიას დაესწრება მინისტრი კახა კალაძეც.

უფრო ადრე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყაზახური მხრიდან EXPO 2017-ზე დასწრების ოფიციალური შეთავაზება მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0