საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ყაზახეთში ივნისის ბოლოს იგეგმება

© photo: Sputnik / Михаил Воскресенский / გადასვლა მედიაბანკშიასტანა
ასტანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარგველაშვილის ასტანაში ვიზიტისას ორმხრივ თანამშრომლობაში ახალი პერსპექტივების განხილვა იგეგმება.

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ასტანას მიმდინარე წლის ივნისში ეწვევა, იუწყება Sputnik ყაზახეთი" ქვეყანაში საქართველოს ელჩის, ზურაბ აბაშიძის ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

მიმდინარეობს საკითხის გადაწყვეტა, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ასტანას 29-30 ივნისს ეწვევა. ვიზიტი დამატებით წვლილს შეიტანს ჩვენს პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, ჰუმანიტარულ-კულტურულ ურთიერთობებში", — განუცხადა აბაშიძემ ჟურნალისტებს ცერემონიის შემდეგ.

ყაზახეთის ელჩი: ჩემი ქვეყნიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა მატულობს - Sputnik საქართველო
ყაზახეთის ელჩი: ჩემი ქვეყნიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა მატულობს

როგორც ნურსულთან ნაზარბაევმა აღნიშნა, ყაზახეთი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ ყველა დარგსა და ყველა დონეზე თბილისთან შემდგომი დიალოგით. ის კავკასიაში ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორია. თავად ქალაქი თბილისი ჩვენთვის ურთიერთმომგებიანი პარტნიორია, რადგან სავაჭრო-ეკონომიკურ გზაზე დგას“, — განაცხადა ნაზარბაევმა.

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ასტანაში მომავალი ვიზიტის ფარგლებში იმედი მაქვს, რომ განვიხილავთ ფართომასშტაბიან საკითხებს და განვსაზღვრავთ ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებების ახალ პერსპექტივებს", — დაასკვნა პრეზიდენტმა.

ყველა ახალი ამბავი
0