ყაზახეთის ელჩმა საქართველოში ერმუჰამეტ ერტისბაევმა „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას სიამოვნებით აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ტურისტების რაოდენობა იზრდება.
ყაზახეთის ელჩმა საქართველოში ერმუჰამეტ ერტისბაევმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის დინამიკის ზრდა, რაც, მისი აზრით, პირდაპირ მიანიშნებს საქართველოსა და ყაზახეთს შორის საქმიანი და ტურისტული მოგზაურობის რაოდენობის ზრდაზე.
"სიამოვნებით ვუყურებ, თუ როგორ იზრდება ყოველწლიურად ტურისტების რაოდენობა ყაზახეთიდან და ძალიან მიხარია, რომ ქართველებიც მოგზაურობენ ყაზახეთში. მე პირადად ძალიან ვამაყობ იმით, რომ მონაწილეობა მივიღე ასტანიდან თბილისში დამატებითი რეისის დანიშვნაში — კვირაში ორჯერ. მე ცოტა ხნის წინ ჩამოვფრინდი ასტანიდან, თვითმფრინავი სავსე იყო, ასეთივე დატვირთული თვითმფრინავი გაფრინდა ასტანაში", — განაცხადა „Sputnik–საქართველოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში ყაზახეთის ელჩმა საქართველოში ერმუჰამეტ ერტისბაევმა.
საქართველოში ყაზახეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადის არსებული დონე არ არის ზღვარი და სახელმწიფოები ვალდებული არიან კონტაქტი კიდევ უფრო ინტენსიური გახადონ.