ქართველი ფეხბურთელი უკრაინის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

© FB / ФК "Черноморец" დავით ხოჭოლავა
დავით ხოჭოლავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასული სეზონის შედეგების მიხედვით, დავით ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში შევიდა.

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების და ოდესის „ჩერნომორეცის“ მცველი დავით ხოჭოლავა სეზონის შედეგების მიხედვით შედგენილ უკრაინის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში ჩართეს, ნათქვამია უკრაინული პრემიერ-ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საბოლოო სიაში 33 ფეხბურთელი მოხვდა, რომლებმაც სამი სიმბოლური ნაკრები ჩამოაყალიბეს. თითოეულ პოზიციაზე სამი ფეხბურთელი შეირჩა.

ხოჭოლავასთან ერთად საუკეთესო ცენტრალურ მცველებად აღიარეს დომოგაი ვიდა (კიევის „დინამო“) და რაფაელ ფორსტერი (ლუგანსკის „ზარია“).

ვალერი ყაზაიშვილი (ცენტრში მარცხნივ) - Sputnik საქართველო
ქართველი ფეხბურთელი პოლონეთის ჩემპიონი გახდა

მცველი „ჩერნომორეცში“ 2015 წლის ივლისში ქობულეთის „შუქურადან“ გადავიდა. ამ სეზონზე ოდესის კლუბის შემადგენლობაში მან 24 მატჩი ითამაშა, რა დროსაც 2 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

აპრილის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ ხოჭოლავამ დონეცკის „შახტიორთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ხოჭოლავამ სამი მატჩი ითამაშა, მისი დებიუტი საქართველოს ნაკრებში მიმდინარე წლის იანვარში უზბეკეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში შედგა.

ყველა ახალი ამბავი
0