ქართველი ფეხბურთელი პოლონეთის ჩემპიონი გახდა

© AFP 2024 / PAUL FAITHვალერი ყაზაიშვილი (ცენტრში მარცხნივ)
ვალერი ყაზაიშვილი (ცენტრში მარცხნივ) - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰოლანდიის „ვიტესის“ ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა, შესაძლოა, ზაფხულში პოლონეთის "ლეგიასთან" საიჯარო ხელშეკრულება არ გააგრძელოს.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი ვარშავის "ლეგიის" შემადგენლობაში პოლონეთის ჩემპიონი გახდა.

ეროვნული პირველობის დასკვნით ტურში "ლეგიამ" "ლეხიასთან" (გდანსკი) 0:0 ითამაშა, მოაგროვა 73 ქულა და ჩემპიონის ტიტული გაინაღდა.

ვალერი ყაზაიშვილი - Sputnik საქართველო
ზაფხულში ყაზაიშვილმა შესაძლოა ვარშავის „ლეგია" დატოვოს

ყაზაიშვილი "ლეგიაში" ჰოლანდიური "ვიტესიდან" გასული წლის სექტემბერში იჯარის უფლებით გადავიდა. საიჯარო ხელშეკრულების ვადა ამ ზაფხულს იწურება.

პოლონეთის ჩემპიონატის მატჩებში ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა სულ 12 შეხვედრა ჩაატარა, მის ანგარიშზეა ერთი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა.

პოლონური მასმედიის ზოგიერთი წარმომადგენლის აზრით, სათამაშო პრაქტიკის არარსებობის გამო ყაზაიშვილთან საიჯარო ხელშეკრულება არ გაგრძელდება და ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, "ვიტესში" დაბრუნდება.

ამჟამად ყაზაიშვილი საქართველოს ნაკრების განკარგულებაშია, რომელიც ემზადება სენტ-კიტსისა და ნევისის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩისთვის (7 ივნისს) და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისთვის მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ (11 ივნისს).

ყველა ახალი ამბავი
0