ზაფხულში ყაზაიშვილმა შესაძლოა ვარშავის „ლეგია" დატოვოს

© AFP 2024 / PAUL FAITHვალერი ყაზაიშვილი
ვალერი ყაზაიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰოლანდიური „ვიტესის“ განკარგულებაში მყოფი მოთამაშე ვაკო კაზაიშვილმა, პოლონურ გუნდ „ლეგიასთან“ იჯარის ხელშეკრულება, შესაძლოა, არ განაახლოს.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ ლეგიას" შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი ზაფხულში, სავარაუდოდ, პოლონურ გუნდს დატოვებს, იუწყება პოლონური გამოცემა Meczyki.

გასული წლის სექტემბერში ყაზაიშვილი ჰოლანდიური ვიტესიდან" იჯარის უფლებით ლეგიაში" გადავიდა. საიჯარო ხელშეკრულების ვადა ამ ზაფხულს იწურება.

ქართველი ნახევარმცველის დებიუტი პოლონური გუნდის შემადგენლობაში სექტემბრის შუა რიცხვებში უეფას ჩემპიონთა ლიგის დორტმუნდის ბორუსიის" წინააღმდეგ მატჩის დროს შედგა. პოლონეთის ჩემპიონატში ის მოედანზე პირველად XI ტურში, გდანსკის ლეხიასთან" თამაშის დროს გამოჩნდა. 

საქართველოსა და სერბეთის ნაკრებებს შორის მატჩი - Sputnik საქართველო
ქართველი ფეხბურთელები სერბეთის ნაკრებთან წაგებაში მხოლოდ საკუთარ თავს ადანაშაულებენ

ამის შემდეგ ყაზაიშვილი ძირითადად შეცვლაზე გამოდიოდა და თამაშის პრაქტიკის გამოცდილება მას თითქმის არ მიუღია. საერთო ჯამში ნახევარმცველმა "ლეგიას" სახელით 14 მატჩში 581 წუთი ითამაშა და ორი საგოლე გადაცემის ავტორი გახდა.

გამოცემის თქმით, ამ სიტუაციაში დიდია ალბათობა იმისა, რომ 24 წლის ხავბეკთან ლეგია" კონტრაქტს აღარ გააგრძელებს.

ვიტესის" შემადგენლობაში ყაზაიშვილმა 121 მატჩი ითამაშა, 28 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა განახორციელა.

ამჟამად ყაზაიშვილი საქართველოს ნაკრების განკარგულებაშია.

ყველა ახალი ამბავი
0