თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (სტუ) სტუდენტური ინტერნეტ-ტელევიზია „სტუნეტი" განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა.
„სტუნეტის" მეშვეობით უნივერსიტეტის სტუდენტები გადასცემენ უმაღლეს სასწავლებელში მიმდინარე ყველა სიახლეს. ლექტორების განცხადებით, ტელევიზია თავის სიტყვას მალე იტყვის მედიასივრცეში და აჩვენებს თავის დონეს.
სტუ-ში ასევე გაიხსნა მედია-ტექნოლოგიების ახალი ლაბორატორია. ის მედია-ტექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე იმუშავებს. ლაბორატორიაში სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს მედია-ბაზრისთვის (და არა მხოლოდ) საჭირო პროდუქტების შექმნას.
ჯეჯელავას განცხადებით, სტუ განაგრძობს ინოვაციების დანერგვას და თავისი რეპუტაციის გამართლებას სტუდენტების წარმატებულ სწავლებაში ტექნიკური საგნების მიმართულებით.
ჩვენი მთავრობის კურსია, რომ სტუდენტებმა საქართველოში საერთაშორისო დონის განათლება მიიღონ და ეს პროგრამა ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია… საბოლოო მიზანია — ასეთი პროგრამების დახმარებით მედია-სფეროში მაღალი კვალიფიკაციის პერსონალი მივიღოთ, განუცხადა ჯეჯელავამ ჟურნალისტებს ლაბორატორიის გახსნის შემდეგ.
თანამედროვე ლაბორატორია და ახალი სასწავლო პროგრამა — ეს ის სიახლეებია, რომლებიც სტუდენტებს ჟურნალისტიკის სამყაროსკენ მიმავალ გზას გაუხსნის, მიიჩნევენ უნივერსიტეტის პედაგოგები.