ბაქოში სარკინიგზო ხაზების ხელმძღვანელები „სამხრეთი-დასავლეთის" დერეფანს განიხილავენ

© photo: Sputnik / Ruslan Krivabokრკინიგზა
რკინიგზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის, ირანისა და პოლონეთის სარკინიგზო ხაზების ხელმძღვანელები ბაქოში შეხვედრაზე სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან და ინდოეთიდან ტვირთების ევროპაში ტრანზიტის საკითხებს განიხილავენ.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. აზერბაიჯანის, პოლონეთის, უკრაინის, საქართველოსა და ირანის სარკინიგზო ხაზების ხელმძღვანელების თათბირი ბაქოში 18-19 ივნისს არის დაგეგმილი. ამის შესახებ განაცხადეს აზერბაიჯანისა და პოლონეთის სარკინიგზო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრაზე ვარშავაში.

ვარშავაში შეხვედრის დროს „პოლონეთის რკინიგზის" სამმართველოს თავმჯდომარემ კშიშტოფ მამინსკიმ მაღალი შეფასება მისცა აზერბაიჯანის მიერ საერთაშორისო და რეგიონული პროექტების რეალიზაციის თვალსაზრისით გაწეულ სამუშაოს, მათ შორის, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებისა და ორი ქვეყნის სარკინიგზო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის გამტკიცების კუთხით, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი" „აზერბაიჯანის რკინიგზის" განცხადებაზე დაყრდნობით.

გიორგი კვირიკაშვილი ირანში - Sputnik საქართველო
საქართველომ და ირანმა სპარსეთის ყურე-შავი ზღვის კორიდორის საკითხი განიხილეს

„აზერბაიჯანის რკინიგზის" ხელმძღვანელმა ჯავიდ გურბანოვმა, თავის მხრივ, შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ბოლო წლებში აზერბაიჯანის სარკინიგზო სფეროში ჩატარებული რეფორმების შესახებ, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ასამაღლებლად გატარებულ ზომებზე, ასევე საერთაშორისო და ტრანსნაციონალურ სატრანსპორტო პროექტებზე, რომლებიც აზერბაიჯანის მონაწილეობით ხორციელდება.

მხარეებმა განიხილეს აზერბაიჯანისა და პოლონეთის სარკინიგზო უწყებებს შორის კავშირების განვითარების პერსპექტივები, პარტნიორობა ტრანსკასპიურ მარშრუტთან დაკავშირებით, ასევე შეიმუშავეს ღონისძიებების კომპლექსი ლოგისტიკური ამოცანების გადასაჭრელად. მოლაპარაკებების მსვლელობისას ასევე აღინიშნა "სამხრეთი-დასავლეთის" მარშრუტის მნიშვნელობა, რომელიც მიმართულია ინდოეთი-სპარსეთის ყურე-ირანი-აზერბაიჯანი-საქართველო-უკრაინა-ევროპის დერეფნით გადაზიდვების ოპტიმიზაციასა და დერეფნის მონაწილე ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის ზრდაზე.

ყველა ახალი ამბავი
0