თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო РИА Новости CNN-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბოროტმოქმედი, რომელმაც ორლანდოში (ფლორიდას შტატი) ოთხი ადამიანი მოკლა, პოლიციის მიერ ლიკვიდირებულია.
წინასწარი ინფორმაციით, ხელისუფლება არ მიიჩნევს, რომ ინციდენტი ტერორიზმს უკავშირდება. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
CNN-ის ინფორმაციით, სროლა ორლანდოს ერთ-ერთ სამრეწველო რაიონში ისმოდა. ინციდენტის გამო გადაკეტილი იყო რამდენიმე ქუჩა. პოლიცია ინციდენტის ზონის მახლობლად მდებარე საწყობის ტერიტორიაზე იყო მობილიზებული.