თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. აშშ-ის ქალაქ ორლანდოში მომხდარი სროლის შედეგად ბევრი ადამიანი დაიღუპა, იუწყება Sputnik International-ი ორანჯ კანტრის შერიფის ოფისზე დაყრდნობით.
OCSO on shooting scene w/ multiple fatalities. Situation contained, Now investigating tragic incident & will soon have accurate information
— OCSO FL News (@OrangeCoSheriff) 5 июня 2017 г.
„შერიფის ოფისის თანამშრომლები ადგილზე მუშაობენ, სიტუაცია კონტროლქვეშ არის აყვანილი. არის მრავალრიცხოვანი მსხვერპლი. პირველივე შესაძლებლობისთანავე შერიფი დამატებით ინფორმაციას გაავრცელებს", — ნათქვამია პოლიციის მიერ Twitter-ში გავრცელებულ განცხადებაში.
CNN-ის მონაცემებით, სროლა გარეუბნის ერთ-ერთ სამრეწველო ზონაში მოხდა. სროლის არეალში გადაიკეტა რამდენიმე ქუჩა, პოლიციამ თავი მოიყარა საწყობებთან, რომლებიც ინციდენტის ადგილთან ახლოს მდებარეობს.
სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობის შესახებ შერიფის ოფისი ჯერჯერობით არ იუწყება.
2016 წლის 12 ივნისს ორლანდოში გეი-კლუბზე თავდასხმა მოხდა, რომლის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა და 53 დაიჭრა. მაშინ პოლიციამ სროლას ე.წ. ადგილობრივი ტერორიზმის შემთხვევის კვალიფიკაცია მიანიჭა, რომელიც საერთაშორისო ტერორისტულ დაჯგუფებებთან დაკავშირებული არ იყო.