კობახიძე: კონსტიტუცია სამხედრო სამსახურს არ დაარეგულირებს

© photo: Sputnikირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავალდებულო სამხედრო სამსახურის საკითხი კონსტიტუციის დონეზე არ დარეგულირდება.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. სავალდებულო სამხედრო სამსახური საქართველოს კონსტიტუციაში აღარ ჩაიწერება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

მოქმედ კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ საქართველოს დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის მოვალეობაა.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე უკვე პარლამენტი მსჯელობს

„ეს კონსტიტუციის დონეზე აღარ იქნება მოწესრიგებული. შესაბამისად, მთავრობის და პარლამენტის გადასაწყვეტია, თუ როგორ ჩამოყალიბდება სამხედრო გაწვევის სისტემა", — განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.

სამხედრო ვალდებულება საქართველოში ოთხ კატეგორიას მოიცავს: სამხედრო აღრიცხვა, სამხედრო სამსახურისთვის მომზადება, სამხედრო სამსახური და რეზერვი.

სავალდებულო სამხედრო სამსახურში იწვევენ 18-დან 27 წლის ასაკის მამაკაცებს. ახალწვეულები გადიან სამსახურს შეიარაღებულ ძალებში, შსს-ში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.

ჯარის გარდა, ახალწვეულები ძირითადად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ობიექტების დაცვას ახორციელებენ.

ახალწვეულები სამი თვის განმავლობაში საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს გადიან. სამთვიანი კურსის გავლის შემდეგ, განწესის გარდა, ყოველდღე საბრძოლო მომზადების საათები ტარდება, რომელსაც საკონტრაქტო სამსახურში გადიან.

ყველა ახალი ამბავი
0