კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე უკვე პარლამენტი მსჯელობს

© Sputnik / Alexander Imedashviliირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი ივნისის ბოლომდე ორი მოსმენით იქნება მიღებული, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე უკვე პარლამენტი მსჯელობს

კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა უკვე დასრულდა, რომელიც, კონსტიტუციისა და რეგლამენტის თანახმად, ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ახლა უკვე ვიწყებთ დოკუმენტის განხილვას საპარლამენტო ფორმატში. დღეიდან პარასკევის ჩათვლით ჩატარდება საკომიტეტო მოსმენები და ამის შემდეგ უკვე დაიწყება განხილვა პლენარულ ფორმატში", — აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საკონსტიტუციო კომისია ქვეყნის მთავარ კანონში შესწორებებზე 2016 წლის დეკემბრიდან მუშაობდა. კომისიის მუშაობაში თავიდან მონაწილეობდა რვა პოლიტიკური პარტია — მმართველი პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" და შვიდი ოპოზიციური პარტია, მაგრამ ბოლოს კომისია პროტესტის ნიშნად ყველა ოპოზიციურმა პარტიამ დატოვა.

ყველა ახალი ამბავი
0