სტუდენტურმა კინოფესტივალ „ამირანმა" გამარჯვებულები დაასახელა

© FB / Tbilisi International Student Film Festivalკინოფესტივალის ბანერი
კინოფესტივალის ბანერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საუკეთესო მხატვრულ მოკლემეტრაჟიან ფილმად არგენტინელი მალენა ვაინის სურათი დასახელდა.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. თბილისში გამართულმა მეათე საიუბილეო საერთაშორისო სტუდენტურმა კინოფესტივალმა „ამირანი" გამარჯვებულები დაასახელა, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

კატეგორიაში „საუკეთესო ანიმაციური ფილმი" დასახელდა სლოვაკი რეჟისორის ევა სეკერესოვას ფილმი „მარწყვის დღეები" (Strawberry Days). ნომინაციაში „საუკეთესო დოკუმენტური სურათი" — ტამარა მამონის (ისრაელი) ფილმი „ტაიმორის შოუ" (Timor"s Show), ხოლო ნომინაციაში „საუკეთესო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი" — არგენტინელი მალენა ვაინის ფილმი „ბიზნესი" (Business).

ფესტივალის სპეციალური პრიზი გადაეცა იტალიელ რეჟისორ სილვია პერას ფილმისათვის „ფანჯარა"(The Window).

ჟიურის წევრები - ამერიკელი მსახიობი უილ სმიტი, მსახიობი ანეს ჟაუი, იტალიელი რეჟისორი პაოლო სორენტინო, ფრანგი კომპოზიტორი გაბრიელ იარედი, მსახიობი და პროდუსერი ჯესიკა ჩესტეინი, ჟიურის ხელმძღვანელი ესპანელი რეჟისორი პედრო ალმადოვარი, ჩინელი მსახიობი და მომღერალი ფან ბინბინი, რეჟისორი პაკ ჩჰან უკი და სცენარისტი მარენ ადე კანის საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონიის დროს წითელ ხალიჩაზე - Sputnik საქართველო
კანის კინოფესტივალის გრანდიოზული დახურვა

ასევე გადაეცა სპეციალური დიპლომები ის სპეციალობებში, რომლებიც კინოსკოლებში ისწავლება. რეჟისურის სპეციალობაში მოიგო რეჟისორ ფრენსი ფაბრიტცმა ფილმით „სართული X" (Etage X), ხმის რეჟისურა — კაროლინა სპექტის ფილმი Beside Oneself, საოპერატორო ნამუშევარი — ჩინელი რეჟისორის მა ჩუანის ფილმი Malice Justice, მონტაჟი — ფინელი რეჟისორის ინკი ლახტის ფილმი After The Reunion, სცენარი — თედო დოლიძის ფილმი „დონორი".

კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა 38 სტუდენტური ნამუშევარი 19 სახელმწიფოდან: საქართველო, რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ფინეთი, პოლონეთი, პორტუგალია, ესპანეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, ბელგია, არგენტინა, ბრაზილია, ისრაელი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა.

წელს ფესტივალის ჟიურის წევრები იყვნენ ინდოელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პედაგოგი აშვინ მალიქი; ისრაელის კინოინდუსტრიის აქტიური წევრი, პროდიუსერი ეითან ევანი; ლიტველი პროდიუსერი რამუნას პავილინსკასი; ირანელი კინემატოგრაფსტი, კარნამეს ხელოვნებისა და კულტურის ინსტიტუტის დამფუძნებელი და ბორდის წევრი ალირეზა სოლტანიში; თეატრისა და კინოს ქართველი მსახიობი ნინო კასრაძე.

ხიბულა - Sputnik საქართველო
კინოფესტივალი კარლოვი ვარში: საქართველო სამ ფილმს წარადგენს

სტუდენტური კინოფორუმის ორგანიზატორები წელს იყვნენ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და თბილისის მერია.

კინოფესტივალი „ამირანი" გასული საუკუნის 80-იან წლებში დაარსდა. ფესტივალმა უამრავი ამჟამად გამოჩენილი რეჟისორი სტუდენტობის პერიოდში დააჯილდოვა. მრავალწლიანი ისტორიის მქონე ფესტივალი 2007 წელს აღადგინეს. ის მსოფლიო კინოპროცესის განვითარებასა და მხარდაჭერას განახლებული სახით შეუერთდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0