დიპლომატიურმა სკანდალმა კატართან ნავთობზე ფასების ზრდა გამოიწვია

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიკატარი
კატარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავდაპირველად კატარის დიპლომატების გაძევების შესახებ ბაჰრეინმა გამოაცხადა და დოჰა ტერორიზმის მხარდაჭერასა და ქვეყნის საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. მოგვიანებით ანალოგიური ზომები მიიღეს საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ოთხი არაბული ქვეყნის მიერ კატართან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტამ ნავთობზე მსოფლიო ფასების ზრდა გამოიწვია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ვაჭრობის მონაცემებზე დაყრდნობით.

საწვავი, ბენზინი. საარქივო ფოტო. - Sputnik საქართველო
აფბა:„მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფება ლარზე ნეგატიურად აისახება“

დილით Brent-ის მარკის ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის ნარევზე აგვისტოს ფიუჩერსები 1,42%-ით გაიზარდა და ერთ ბარელზე 50,66 აშშ დოლარამდე ავიდა. ხოლო WTI-ს მარკის ნავთობზე ივლისის ფიუჩერსების ფასმა 1,43%-ით მოიმატა და 48,34 აშშ დოლარი შეადგინა.

ბაჰრეინმა, საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ორშაბათს, დილით კატართან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადეს, დოჰას ბრალი დასდეს ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერასა და ამ არაბული ქვეყნების შიდა სიტუაციებში ჩარევაში.

ქვეყნების ალიანსი გადავიდა სპარსეთის ყურეში ქვეყნის ხელმისაწვდომობის დახურვაზე, რამაც მსოფლიოში უმსხვილეს ნავთობმომპოვებელ რეგიონში დაძაბულობა გამოიწვია, წერს სააგენტო „ბლუმბერგი".

ყველა ახალი ამბავი
0