თბილისი, 4 ივნისი— Sputnik. ხაშურთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
უბედური შემთხვევა ხაშურის გზაზე, საჩხერის გადასახვევთან მოხდა. ერთმანეთს „მერსედესისა“ და „ოპელის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.