თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. მცხეთაში მიკროავტობუსი განათების ბოძს შეეჯახა, დაშავდა 12 ადამიანი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„შეჯახების შედეგად დაშავდა 12 ადამიანი. ერთი მათგანი შედარებით მძიმე მდგომარეობაშია, დანარჩენებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ", — განაცხადა შსს-ს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.
საქმე აღძრულია სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით — "ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება", რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.