თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ ბრიტანული მხარე ამ ეტაპზე ლონდონში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების ყოფნას არ ადასტურებს, აღნიშნულია განცხადებაში სამინისტროს ოფიციალურ Facebook–გვერდზე.
გვიან ღამით ლონდონში ორი ტერაქტი განხორციელდა, რასაც შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 30–ზე მეტი ადამიანი.
"ქალაქის პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ შემდეგ ტერიტორიებზე გადაადგილებისაგან: London Bridge, Borough Market", – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.
საქართველოს საელჩოჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში ინციდენტთან დაკავშირებით მოქმედებს ცხელი ხაზი +44 7872 064830.
ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.