თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, მწუხარება გამოთქვა.
გვიან ღამით ლონდონში ორი ტერაქტი განხორციელდა, რასაც ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 30–ზე მეტი ადამიანი.
"თანავუგრძნობ და ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს, ბრიტანელ ხალხსა და მთავრობას. ამ მძიმე წუთებში ჩვენ მათ გვერდით ვდაგავართ", – აღნიშნულია გიორგი კვირიკაშვილის სამძიმრის წერილში, რომელიც მთავრობის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა.
ლონდონში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით ასევე გამოთქვა სამძიმარი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
"შეძრწუნებული ვარ ლონდონში მომხდარი შემზარავი ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ბრიტანელ ხალხსა და ხელისუფლებას", – ნათქვამია მარგველაშვილის Facebook–გვერდზე.
ბრიტანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ თავდამსხმელები ლიკვიდირებულია. ამასთან, სპეცოპერაციაში მონაწილე ერთ–ერთი სამართალდამცველი თავში დაიჭრა.