სასწავლო პროცესი უჩვეულო გარემოში - სკოლის ნაცვლად სახლში ჩატარებული გაკვეთილები

© photo: Sputnik / Бесик Пипияმოსწავლეები სკოლასთან
მოსწავლეები სკოლასთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალტერნატიული ფართი სასწავლო პროცესისთვის შეუსაბამოა.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაგვაში უკვე ერთი წელია მოსწავლეებს გაკვეთილები სკოლის ნაცვლად ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში უტარდებათ, იუწყება აჭარის ტელევიზია.

აბაშიძეების სახლში დღეს 16 მოსწავლე სწავლობს. აქ სწავლა მას შემდეგ დაიწყო, რაც სოფელ დაგვის საშუალო სკოლაში ბავშვების და მასწავლებლების ყოფნა საფრთხის შემცველი გახდა.

"ბოლო 4-5 წლის განმავლობაში სკოლის ჭერი დაზიანებული იყო, წყალი ჩამოდიოდა. ბოლო რამდენიმე წელი ძალიან სავალალო სიტუაცია იყო. იქ უკვე შეუძლებელი გახდა მოსწავლეების გაჩერება. სწორედ ამის გამო მოხდა მათი ამ შენობაში გადმოყვანა", – ამბობს ზედა დაგვის დაწყებითი სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე მაია კიკნაძე.

მოსწავლეები - Sputnik საქართველო
როგორ სწავლობენ ქართველი მოსწავლეები

დირექციამ ალტერნატიული ფართი გამონახა, თუმცა იგი სკოლისთვის შუსაბამოა.

სასკოლო ზარი რკინის დაჟანგებულ კონსტრუქციაზე ქვის შემორტყმით ირეკება. მოსწავლეები ზარს მორიგეობით რეკავენ. სკოლას არ გააჩნია ბიბლიოთეკა.

მშობელების განცხადებით, ზამთრის პერიოდში გათბობაზე და შეშით მომარაგებაზე თავად ზრუნავენ.

ცხრა თვის განმავლობაში ზედა დაგვის საშუალო სკოლის კარი დაკეტილი იყო. განათლების სამნისტრომ სკოლის რეაბილიტაცია წელს გადაწყვიტა. სამინისტროში აცხადებენ, რომ სარემონტო სამუშაოები 2017 წლის სამ აგვისტომდე უნდა დასრულდეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0