თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრებმა რუსეთის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპის ¼ ფინალში წააგო. ევროპის გრან–პრის სერიის მატჩი მოსკოვში გაიმართა, იუწყება Р-Спорт.
შეხვედრა კვირას სტადიონზე Октябрь გაიმართა და რუსეთის ნაკრების სასარგებლოდ – 22:14 დასრულდა.
ფინალში გასასვლელად რუსი მორაგბეები ირლანდიის გუნდს დაუპირისპირდებიან, რომელმაც ¼ ფინალში პორტუგალიას 19:17 სძლია.
მოსკოვის ტურნირში ევროპის 12 საუკეთესო გუნდი მონაწილეობს. გასულ წელს გერმანიის ჰანოვერში ანალოგიური ტურნირის გამარჯვებული რუსეთის ნაკრები გახდა.