საქართველოს რაგბის ნაკრებმა რუსეთის გუნდი ანგარიშით 28:14 დაამარცხა

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშირაგბი
რაგბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ბორჯღალოსნებმა" მთელი მატჩის განმავლობაში 4 ლელო დადეს და შემდეგ 4 გარდასხვა წარმატებით შეასრულეს.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. თბილისში ევროპის ერთა თასის ფარგლებში საქართველოსა და რუსეთის რაგბის ნაკრებების შეხვედრა „დინამო არენას“ სტადიონზე ქართველი რაგბისტების გამარჯვებით — 28:14 დასრულდა.

ქართველმა მორაგბეებმა პირველი ლელოს დადება თამაშის დაწყებიდან მეოთხე წუთზე მოახერხეს. ზუსტი იყო გარდასახვაც და ანგარიში 7:00 გახდა. 

„ბორჯღალოსნებმა" მთელი მატჩის განმავლობაში 4 ლელო დადეს და შემდეგ 4 გარდასხვა წარმატებით შეასრულეს.

საქართველოს გუნდმა რაგბის ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა.

ეს მატჩი გუნდების შეხვედრის ისტორიაში 21-ე  შეხვედრა იყო. უკვე გამართულ 20 მატჩში 18-ჯერ გამარჯვება საქართველოს ნაკრებს ხვდა წილად, რუსეთის გუნდმა კი წარმატება მხოლოდ ერთხელ მოიპოვა და მხოლოდ ერთი მატჩიდ ასრულდა ფრე ანგარიშით.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0