ვახტანგ ფხალაძე: ჰეიდარ ალიევის ძეგლის შეღებვა სრულიად დაუშვებელი და მიუღებელია

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია
პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ჰეიდარ ალიევს საქართველოს წინაშე დიდი დამსახურება აქვს და სწორედ ამიტომ დგას მისი მემორიალი თბილისში.

თბილისი, 4 ივნისი— Sputnik. თბილისში აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის მემორიალის შეღებვას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვანდალიზმს უწოდებს.

პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ჰეიდარ ალიევს საქართველოს წინაშე დიდი დამსახურება აქვს და სწორედ ამიტომ დგას მისი მემორიალი თბილისში. 

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
თბილისში ჰეიდარ ალიევის მემორიალს საღებავი გადაასხეს

„ჰეიდარ ალიევის ძეგლი საქართველოში დგას არამხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოსა და აზებაიჯანელ ხალხს აკავშირებთ ძალიან ბევრი რამ, ჩვენ ვართ მეზობლები და მეგობრები, არამედ იმიტომ, რომ  მას ძალიან დიდი დამსახურება მიუძღვის საქართველოს წინაშე. ეს არის სწორედ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს პრეზიდენტის ძეგლი საქართველოში, რომელსაც დიდი დამსახურება მიუძღვის საქართველოს წინაშე და რომელიც ამავდროულად სიმბოლურად ასახავს საქართველოსა და აზერბაიჯანელი ხალხის მეგობრობას… ეს არის ვანდალიზმი და ეს არის სრულიად დაუშვებელი და სრულიად მიუღებელი", — განაცხადა თენგიზ ფხალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. 

თბილისში ჰეიდარ ალიევის მემორიალს წითელი საღებავი 3 ივნისის ღამეს გადაასხეს. ჯერჯერობით  მომხდარის მიზეზები უცნობია, თუმცა, მასმედიამ ინციდენტი აზერბაიჯანელ ოპოზიციონერ ჟურნალისტ ავღან მუხთარლის დაუკავშირა, რომელიც თბილისში გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, სადაც ის დააპატიმრეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0