აუდიტის სამსახური: სოციალური დახმარება მოქალაქეების დემოტივირებას უწყობს ხელს

© Sputnik / Alexander Imedashviliხანში შესული ქუჩის მუსიკოსი თბილისის ერთ–ერთ ქუჩაზე
ხანში შესული ქუჩის მუსიკოსი თბილისის ერთ–ერთ ქუჩაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს მთავრობას რეკომენდაციას უწევს, რომ ამაღლდეს იმ სოციალურად დაუცველი ადამიანების დაინტერესება მუშაობით, რომლებიც სახელმწიფოსგან დახმარებას იღებენ.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომლებიც სახელმწიფოსგან დახმარებას იღებენ, შემოსავლის დაკარგვის შიშით სამსახურს არ ეძებენ, ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში, რომელიც უწყების ვებ–გვერდზეა გამოქვეყნებული.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2016 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში წარმოადგინა, რომლის მიხედვით მან 71 შემოწმება ჩაატარა.

გარკვეული ჯგუფებისთვის, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ, დასაქმებამ დახმარების მკვეთრი შემცირება შეიძლება გამოიწვიოს, რაც მათ დააზარალებს. შესაბამისად, ასეთი ჯგუფებისთვის ეს შრომის ფორმალურ ბაზარზე გასვლისთვის დიდი დემოტივაციაა, აღნიშნულია ანგარიშში.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
სახელმწიფო აუდიტი: უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრების ნახევარზე მეტი ცუდად სწავლობს

ამგვარი შიშის მიზეზად აუდიტის სამსახურმა სახელმწიფო დაწესებულებები კოორდინირებული პოლიტიკის არარსებობა დაასახელა, რომელიც დასაქმების შემდეგ დახმარების თთანდათან შემცირებისკენ უნდა იყოს მიმართული.

თუ ბენეფიციარები ინფორმირებული იქნებიან მათ ეკონომიკურ აქტიურობაზე/მუშაობაზე დახმარების ოდენობის გავლენის შესახებ და ამავე დროს, ისინი დარწმუნებული იქნებიან, რომ გათავისუფლების შემდეგ ან დროებითი სამუშაოს დროს ისინი მალე აღადგენენ დახმარებას, მათი მოტივაცია გაიზრდება, ნათქვამია ანგარიშში.

ამჟამად საქართველოში სოციალურ დახმარებას 437 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახი (მთელი მოსახლეობის 11,7%) იღებს. ამ სტატუსს იმ ოჯახებს ანიჭებენ, რომლებიც კეთილდღეობის კრიტერიუმების შეფასების შედეგად ქულათა აუცილებელ რაოდენობას იღებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0