საქართველოს საუკეთესო მასწავლებლის წოდებისთვის პრეტენდენტთა რეგისტრაცია დაიწყო

გამოწერა
საქართველოს საუკეთესო პედაგოგს შანსი ეძლევა 1 მლნ დოლარის მფლობელი გახდეს.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. პედაგოგებმა, რომელთაც სურვილი აქვთ ეროვნული ჯილდო და წლის საუკეთესო პედაგოგის წოდება მიიღონ, ონლაინ-რეგისტრაცია 14 ივნისამდე უნდა გაიარონ, ნათქვამია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.

საქართველოში პირველად გამოავლენენ დამსახურებულ პედაგოგს და „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს“ გადასცემენ, რაც გამარჯვებულს მასწავლებელთა საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს, რომლის მთავარი პრიზი 1 მლნ აშშ დოლარია.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ — გლობალური კომპანია „მასწავლებლის მსოფლიო პრემიის“  (The Global Teacher Prize) ნაწილია.  ფონდი Varkey GEMS Foundation პრემიას ყოველწლიურად მოწინავე იდეების მქონე გამოჩენილ მასწავლებელს გადასცემს. 

ბიჭი საკლასო ოთახში შედის - Sputnik საქართველო
სკოლის 2000 პედაგოგს უმაღლესი განათლება არ აღმოაჩნდა

რეგისტრაციის გავლის შემდეგ მოხდება კონკურსანტების სამეტაპიანი შერჩევა. პრეტენდენტებს 17 ადამიანისგან შემდგარი კომპეტენტური ჟიური შეარჩევს, რომელთა შორისაც არიან განათლების სფეროს სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მასმედიის წარმომადგენლები.

კონკურსის პირველ ეტაპზე განაცხადების ტექნიკური შემოწმება მოხდება, მეორე ეტაპზე ათი საუკეთესო კონკურსანტი გამოვლინდება, ხოლო მესამე ეტაპზე, რომელიც 20 სექტემბერს გაიმართება, ხუთი ფინალისტის ვინაობა გახდება ცნობილი.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ პირველი მფლობელი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს გამოვლინდება. 10 ათასი ლარის ოდენობის ფულად პრიზს საუკეთესო პედაგოგს ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე გადასცემს.

მაისში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კოალიცია „განათლება ყველასათვის — საქართველოს“ და  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც  „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ყოველწლიურად დანერგვას ითვალისწინებს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0