როგორ გავერთოთ რეგიონებში ივნისში

© photo: Sputnik / Elithabeth Judroსვანური სოფელი
სვანური სოფელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს რეგიონებში ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყება აღინიშნება სპორტული შეჯიბრებებით, ცეკვისა და კულინარიის მასტერ–კლასებითა და სხვა ღონისძიებებით.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქვეყნის რეგიონებში ტურისტული სეზონის გახსნის სპეციალური პროგრამა მოამზადა.

მანგლისში ზაფხულის სეზონი ოფიციალურად 10 ივნისს გაიხსნება, ამავე დროს გაიხსნება სალაშქრო სეზონიც, განაცხადა ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ჩოგოვაძემ ბრიფინგზე.

ტურისტები მშრალ ხიდზე ხელნაკეთ ნივთებს ათვალიერებენ - Sputnik საქართველო
ახალი მონაცემები საქართველოში ტურისტების რაოდენობის შესახებ

ვარძია 10-11 ივნისს უმასპინძლებს სპორტულ ღონისძიებას "ვარძიის სათავგადასავლო ტურნირი", შეჯიბრება სპორტის სამ დისციპლინაში — სირბილში, ველორბოლასა და ჯომარდობაში გაიმართება.

სვანეთში 10–11 ივნისს დაგეგმილია თეატრალიზებული წარმოდგენა და კონცერტი, ასევე მასტერ–კლასები ქართული კერძების მომზადებასა და ქართულ ცეკვებში.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ღონისძიებები მთელი ზაფხულისთვის დაგეგმა.

რამდენიმე ღონისძიება სამთავრობო პროგრამა Check in Georgia–ს ფარგლებშია დაგეგმილი, მათ შორის Black Sea Arena–ს საკონცერტო დარბაზში. ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება პროექტი "გაიცანი საქართველო" ქართველი ჟურნალისტებისთვის, ასევე ჩატარდება პრეს–ტურები უცხოური მასმედიის წარმომადგენლებისთვის.

აჭარაში ზაფხულის სეზონი უკვე გაიხსნა.

ყველა ახალი ამბავი
0